ოპოზიცია ძირითადად რით აპელირებს? პროგრამა არ აქვთ, მარტო ჩვენს კრიტიკაზე არიან და ცრუობენ მხოლოდ, სისულელეებს იძახიან. ერთადერთი, რასაც ყველანი იმეორებენ, რაც არის ძირითადი მათი ლოზუნგი, არ შეიძლება არ შევეხო მაგას, არის - ჩვენ წაგიყვანთ ევროპაში და „ქართულ ოცნებას“ მიჰყავხართ რუსეთში. ჯერ ამ ხალხს ვერაფრით ვერ გაუთვითცნობიერებია, რომ საქართველო არსებობს, რომ საქართველოა ჩვენი სამშობლო, რომ სახელმწიფოს არსი არის ის, რომ სამშობლო დაიცვას, იდენტობა და ა.შ. ჩვენ წაგიყვანთ დასავლეთში, ამათ მიჰყავხართ რუსეთში, ჩვენ ვართ კარგები ესენი არიან ცუდები. ჩვენ არავისთვის არ ვიღვწით, ჩვენ ვიღვწით საქართველოსთვის, არც დასავლეთისთვის და არც რუსეთისთვის მით უმეტეს. ჩვენ ვიღვწით ჩვენი ქვეყნისთვის, ეს ვერაფრისთვის ვერ გაუთვითცნობიერებიათ, - განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, „იმედთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში.
მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ უამრავი რამ გააკეთა ევროკავშირში შესასვლელად და საქართველოს აქვს საოცარი მიღწევები ყველა მიმართულებით, რითაც ჭეშმარიტი ევროპა ფასობს.
„ევროკავშირს რაც შეეხება, რამდენი რამ გავაკეთეთ ევროკავშირში შესასვლელად აღარ ჩამოვთვლი. თვითონ ევროკავშირი, რის კავშირია და რის საფუძველზე გახდა საინტერესო? სწორედ ქრისტიანულ ფასეულობებზე, ადამიანის ჰუმანურობაზე, თანაბარი კონკურენცია, ბიზნესის ხელშეუხებლობა, სასამართლო დამოუკიდებლობა - ისეთი მიღწევები გვაქვს ყველა მიმართულებით, მსოფლიოს ქვეყნებს ვედრებით და მე გამოვედი რეიტინგებით, მსოფლიოს ან პირველი ვართ, ან სამეულში შევდივართ, ან ხუთეულში შევდივართ პროგრესით. საოცარი მიღწევები გვაქვს ყველა მიმართულებით, ის რითაც ჭეშმარიტი ევროპა ფასობს, ევროპა ტერიტორია კი არაა, ევროპული ფასეულობებია, ჩვენ ვაჟას შვილიშვილები ვართ, ჩვენთვის ეს უცხო არ არის. ნახეთ ვაჟას ნაწერები და ნახეთ ადამიანის ჰუმანურობაზე და ადამიანის უფლებებზე რამდენი უწერია. სხვათა შორის გავიხსენებ, ერთი ადამიანის უფლებები მთავრდება იქ, სადაც ირღვევა მეორე ადამიანის უფლებები. როცა ლგბტ პროპაგანდაზე ვსაუბრობდით ჩვენ, ბევრს არ მოსწონს, ქუჩაში ამას ღაღადებენ, უკაცრავად იქ დავაბრუნე ნაწილი, ადამიანის უფლებები, მარტო მათ არ აქვთ უფლებები გვაქვს ჩვენც და სხვასაც, ვინც არ არის ამ საზოგადოების წევრი, ვისაც არ მოსწონს, მაგრამ თავს არ ესხმის და არ იბრძვის მის წინააღმდეგ. ვუბრუნდები ევროკავშირის თემას, ჩვენ წაგიყვანთ ევროკავშირში ამათ მიჰყავხართ რუსეთში, სად ჩანს? ყველა ფასეულობა რაც არის ევროპული „ქართულმა ოცნებამ“ საოცარი წინსვლა გააკეთა ყველა მიმართულებით. ჩვენ რეალური ევროპული ფასეულობების დაფუძნებას და ამ ფასეულობებზე დაფუძნებული სახელმწიფო გვინდა და არა მოგონილი. ჩვენ წაგიყვანთო? და რით წაგიყვანენ? გასაგებია, რომ ხედავენ წინააღმდეგობას, მსგავსი გლობალური ძალისგან მართული ბიუროკრატები, იქაც ბევრია, მათ კომუნიკაცია აქვთ ერთმანეთში. რას გვსაყვედურობენ ჩვენ ძირითადად, მადლობა ღმერთს, რომ როგორ იქნა რეზოლუციაში ჩაწერეს, რომ რუსეთი სანქციებს არ შეუერთდა, რაც საქართველოს ეკონომიკას დაანგრევდა. ხაზარაძე გამოდის რუსეთს სანქციები დავუწესოთო, 1000 ლარიან პენსიას მოგცემთო. 100 ლარს ვერ გადაიხდის ვინც ეკონომიკა იცის, 100 ლარიან პენსიასაც კი ვერ გადაიხდის გარწმუნებთ ეგ სანქციები რომ დავაწესოთ. ასე უსინდისოდ ცრუობს. ევროკავშირში რით შეჰყავთ მათ და რით შეგვყავს ჩვენ - ომსაც დაიწყებდნენ და სანქციებსაც დაუწესებდნენ, აქ არის წინააღმდეგობა. “გამჭვირვალობის კანონსაც“ დააბრუნებდნენ, ლგბტ-ებსაც დააბრუნებდნენ. ეს არის სხვაობა, აი, ამით ბობოქრობენ. ქვეყანა არ უყვართ, უსამშობლოები არიან და ამით იქაჩებიან, რომ ჩვენ აი ამას ყველაფერს გაუკეთებთ და ჩვენ შეგიყვანთ გრიალით ევროპაში“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
უახლესი