მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7035.5
-0.0045
flag
AZN 1.6186
-0.0013
flag
CNY 37.677
0.0029
flag
EUR 3.1274
0.0045
flag
GBP 3.6512
0.0035
flag
KZT 52.53
-0.0073
flag
TRY 0.0722
-0.0001
flag
USD 2.7523
-0.0021
flag
AMD 7035.5
-0.0045
flag
AZN 1.6186
-0.0013
flag
CNY 37.677
0.0029
flag
EUR 3.1274
0.0045
flag
GBP 3.6512
0.0035
flag
KZT 52.53
-0.0073
flag
TRY 0.0722
-0.0001
flag
USD 2.7523
-0.0021

„ჭრებალოს მარანი“ სასტუმროს მშენებლობას გეგმავს

news image

სასტუმროს მშენებლობას ვგეგმავთ და ამ ეტაპზე ვმუშაობთ პროექტზე, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს „ჭრებალოს მარნის “ დამფუძნებელმა სალომე ლეკიშვილმა განუცხადა.

ამ იდეის განხორციელებისკენ „ჭრებალოს მარნის“ დამფუძნებლებს ტურიზმის მიმართულებით გაჩენილმა მოთხოვნამ უბიძგათ.

„2024 წლის ივლის-აგვისტო ბევრად აქტიურია. ზაფხულის პერიოდში „ჭრებალოს მარნის“ ვიზიტორების რაოდენობა გაორმაგდა. გვსტუმრობენ როგორც საქართველოს მოქალაქეები, ისე უცხოელები. თანაფარდობა 60/40 -თანაა“, - განაცხადა მეწარმემ.

მისი თქმით, „ჭრებალოს მარანი“ საკმაოდ პოპულარულია, მზარდია მოთხოვნა და ინტერესი რეგიონისთვის სახასიათო კერძებზე.

„ჩვენი კონკურენტული უპირატესობაა ის, რომ არ ვმუშაობთ წინასწარ დაკვეთებსა და ჯავშნებზე. გვაქვს დიდი სამზარეულო სივრცე, ხარისხიანი კერძები და კარგი მომსახურება. ასევე „ჭრებალოს მარანის“ სივრცეში ხშირად იმართება ღვინის დეგუსტაციები“, - ამბობს სალომე ლეკიშვილი. მისი თქმით, მიმდინარე სეზონზე „ჭრებალოს მარანის“ ვიზიტორების რაოდენობა გაორმაგდა.

„ჭრებალოს მარანი“ როგორც სარესტორნო სივრცე 2022 წლიდან ოპერირებს.  ამის გარდა კომპანია  ღვინის სხვადასხვა სახეობას ბაზარს რამდენიმე წელია სთავაზობს. კომპანიის ღვინო წარმოდგენილია როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე. "ჭრებალოს მარნის" ღვინო ექსპორტზე გავიდა ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ამერიკის შეერთებული შტატები და ბალტიისპირეთის ქვეყნები.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა