მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

ჩიზქეიქების ინდუსტრიულ წარმოებას ვიწყებთ - „ჩიზქეიქერი“

news image

 

ჩიზქეიქების პირველი ონლაინ კონცეფციის საკონდიტრო საქართველოში „ჩიზქეიქერი“ წლის ბოლომდე გაფართოებასა და ინდუსტრიული წარმოების დაწყებას გეგმავს.

კომპანიის დამფუძნებელი ვეკო დოდაშვილი Business Insider Georgia" - თან ამბობს, რომ გადაწყვეტილება ჩიზქეიქებზე მზარდი მოთხოვნის გამო მიიღეს.

ვეკო დოდაშვილის ინფორმაციით, 2022 წელს, მიუხედავად იმისა, რომ გამოწვევების პერიოდი იყო, კორპორაციული გაყიდვების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 50%-ით გაიზარდა.

თუმცა გამოწვევები დიდი იყო, ბრენდის კონცეფციიდან გამომდინარე. „ჩიზქეიქერი“ იყო პირველი კომპანია, რომელმაც მომხმარებელს მრავალფეროვანი ასორტიმენტი შესთავაზა. გაზარდა ცნობიერება, რომ „ჩიზქეიქი“ არის ყველის დესერტი და არა ხაჭოს დესერტი.

„2022 წელს, პანდემიის დასრულების შემდეგ, სერიოზული გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდით. პანდემიისას ხალხი სახლში იყო და ონლაინ შეკვეთებზე მაღალი მოთხოვნა ფიქსირდებოდა. შემდგომი პერიოდი არხის გაფართოებას მოვანდომეთ, უფრო მაინც ადაპტაციის პერიოდი იყო. განვითარება კორპორაციული მიმართულებით განვახორციელეთ და ამ კუთხით შარშან 50%-იანი ზრდა გვქონდა. მიმდინარე წლის პირველი კვარტლის შედეგს თუ შევაჯამებთ, 2022 წლის მაჩვენებლებს ბევრად გავუსწარით", - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.

„ჩიზქეიქერი“ პირველი კომპანია იყო, რომელმაც საქართველოში ონლაინ საკონდიტრო გახსნა და თავისი საკურიერო სერვისი შესთავაზა მომხმარებელს.

დღევანდელი გადასახედიდან ვეკო დოდაშვილი ამბობს, რომ ეს იყო ინოვაციური გადაწყვეტილება.

„წლების განმავლობაში ჩვენს მიერ შეთავაზებულმა კონცეფციამ მოგვცა საშუალება, რომ შეგვენარჩუნებინა ხარისხი და ფასები მაღალი ინფლაციის პირობებში. ამ ეტაპზე კორპორაციულ გაყიდვებზე ვართ ორიენტირებული, ვცდილობთ, რომ ჩვენი პროდუქცია უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ არა მარტო თბილისის, არამედ უკვე საქართველოს მასშტაბითაც.

ჩიზქეიქი არის უნიკალური დესერტი სხვადასხვა მახასიათებლით. გვინდა, რომ ინდუსტრიული წარმოება დავიწყოთ, რაც დიდი გამოწვევაა გუნდისა და კომპანიისთვის. ეს იქნება ჩიზქეიქების ავტომატიზებული და ინდუსტრიული წარმოება, რომელიც აქამდე არც ერთი კომპანიას არ აქვს", - აცხადებს ვეკო დოდაშვილი.

ცნობისთვის, „ჩიზქეიქერი“ 2019 წელს შეიქმნა. კომპანია 20-მდე დასახელების პროდუქციას აწარმოებს. ამ ეტაპზე 12 ადამიანია დასაქმებული.

როგორც „ჩიზქეიქერის“ დამფუძნებელი აღნიშნავს, ინდუსტრიალიზაცია ხელს შეუწყობს და უფრო მეტად გაფართოვდება დისტრიბუციის ხაზი და გაიზრდება თანამშრომელთა რაოდენობა.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა