მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7035.5
-0.0045
flag
AZN 1.6186
-0.0013
flag
CNY 37.677
0.0029
flag
EUR 3.1274
0.0045
flag
GBP 3.6512
0.0035
flag
KZT 52.53
-0.0073
flag
TRY 0.0722
-0.0001
flag
USD 2.7523
-0.0021

ჩინეთში ექსპორტს ვაფართოებთ, გაყიდვებში 24%-იანი ზრდა გვაქვს - Gepherrini

news image

ტყავის ჩანთებისა და აქსესუარების მწარმოებელი ქართული ბრენდი „გეფერინი“ ჩინეთში ექსპორტს ზრდის და გაყიდვების 24%-იანი ზრდის  შესახებ აცხადებს.

Business Insider Georgia-თან „გეფერინის“ თანადამფუძნებელი ილია გეფერიძე ამბობს, რომ მალე ჩინეთში ახალ პარტნიორებთან გააფორმებენ კონტრაქტს, რის შედეგადაც ჩინეთის ბაზარზე ბრენდის გაყიდვები გაიზრდება.

„ჩვენი სამიზნეა საექსპორტო ბაზრები, რადგან საქართველოში გაყიდვები გვიმცირდება. ჩინეთის ბაზარი მნიშვნელოვანია, რადგან ახალი კონტრაქტის საფუძველზე გავალთ სხვადასხვა პლატფორმებზე და გაიზრდება ბრენდის დაფარვის ზონა“,- ამბობს მეწარმე.

ამ დროისთვის „გეფერინი“ 13 ქვეყანაშია წარმოდგენილი, თუმცა ილია გეფერიძე კომპანიისთვის ყველაზე პრიორიტეტულად ჩინეთსა და ყაზახეთს მიიჩნევს.

„13 ქვეყანაში შედის ჩვენი პროდუქცია. აქედან რამდენიმე პრიორიტეტულია, მაღაზიები გვაქვს ყაზახეთსა ჩინეთში. ყაზახეთში მე-7 წელია ვართ და გაყიდვებით კმაყოფილი ვართ. ახლა ვცდილობთ ჩინეთის ბაზარზე დავიმკვიდროთ თავი. ერთ ონლაინ პლატფორმაზე რომ გაიყიდოს ჩვენი პროდუქცია $100 ათასია საჭირო. ქუვეითის ბაზარი პანდემიის შემდეგ დაიხურა და ახლა ვბრუნდებით“, - ამბობს ილია გეფერიძე.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა