ჩინეთიდან თურქეთის მიმართულებით შუა დერეფნის ახალი მარშრუტით პირველი სატვირთო მატარებელი გავიდა
ჩინეთიდან თურქეთის მიმართულებით შუა დერეფნის ახალი მარშრუტით პირველი სატვირთო მატარებელი გავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაჯანის რკინიგზა ავრცელებს.
110 კონტეინერისგან შემდგარი მატარებელი, რომელიც საყოფაცხოვრებო ტექნიკითა და აუცილებელი საქონლითაა დატვირთული, ჩინეთის პროვინციის ძიანგსუს დედაქალაქ ნანჯინგიდან სტამბოლის მიმართულებით დაიძრა, რომელიც ცენტრალურ აზიას-კასპიის ზღვას-აზერბაიჯანს-საქართველოს გაივლის.
ამჟამად, მულტიმოდალური ტვირთების გადაზიდვა ჩინეთიდან ევროპაში რამდენიმე მარშრუტით ხორციელდება, რომელიც გადის ცენტრალურ აზიაზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და შავ ზღვაზე
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები