მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

ბრენდირებული QR კოდები ტაქსის მძღოლებს 22 მაისიდან გადაეცემათ

news image

თბილისის მერმა A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის შეთავაზებულ,  მგზავრობის  ღირებულების QR კოდით  გადახდის ინოვაციურ სერვისზე დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა  და  დაინტერესებულ ტაქსის მძღოლებს სერვისის გამოყენების დეტალებზე ინფორმაცია მიაწოდა. 
კახა კალაძის თქმით, მგზავრობის საფასურის გადახდის გამარტივების მიზნით შეთავაზებული სერვისის მიღებას A კატეგორიის ტაქსის მძღოლები, სურვილის შემთხვევაში,   22 მაისიდან შეძლებენ. 
„წინა მთავრობის სხდომაზე გაგაცანით სიახლე, რომელიც ითვალისწინებს A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის  მომსახურების ღირებულების QR კოდით გადახდის სწრაფი და ინოვაციური სერვისის შეთავაზებას, რომელიც კომპანია BKN301 Georgia-მ შეიმუშავა. ეს შეიძლება არა მხოლოდ A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის იყოს განსაზღვრული,  არამედ B კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვისაც, თუმცა ისინი ძირითადად აპლიკაციით მუშაობენ. 
A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ  QR კოდი, რომელიც ძალიან კომფორტულია როგორც მძღოლისთვის, ასევე მგზავრისთვის. შეიძლება ადამიანს არ ჰქონდეს ხელზე თანხა და ის ამ დროს ბარათით საფასურის გადახდას მარტივად შეძლებს ამ QR  კოდის  საშუალებით. ტაქსის მძღოლი კი მომენტალურად მიიღებს თანხას მის საბანკო ანგარიშზე. აღნიშნული QR  კოდების გაცემა შესაძლებელი იქნება 22 მაისიდან, შეგიძლით მობრძანდეთ თბილისის მერიის,  სამგორისა და გლდანის მუნიციპალურ სერვის ცენტრებში (ჟ.შარტავას ქ. N7; მოსკოვის გამზირი N14; დ. სარაჯიშვილის ქ. N1გ). სადაც იქნებიან ჩვენი თანამშრომლები, რომლებიც ყველანაირად დაგეხმარებიან“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა