მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

„ბორჯომის“ განახლებული ვიზუალური იდენტობა - უცვლელი „ბორჯომი“ ახალი შეფუთვით

news image

მინერალური წყალი „ბორჯომი” შეფუთვას აახლებს. 135 წლიანი ისტორიის მქონე ბრენდი, განახლებული ვიზუალური იდენტობით, საქართველოსა და საექსპორტო ბაზრებზე, ეტაპობრივად გამოჩნდება.  

ახალი ვიზუალური იდენტობა ბრენდის მდიდარი ისტორიითაა შთაგონებული.  განახლებულ შეფუთვაზე გამოკვეთილია „ბორჯომის” მთავარი სიმბოლო - ირემი, ის ბოთლის როგორც წინა, ასევე ეტიკეტის ცენტრალურ მხარესაა განთავსებული. კიდევ უფრო მეტად არის აქცენტირებული, ისტორიის მანძილზე „ბორჯომის” მთავარი კომპოზიცია - ბორჯომის მთები ლოგოტიპთან, ირემთან და ბიუვეტთან ერთად, ოვალის თანამედროვე ვიზუალის გამოსახულებაში გაერთიანდა. ასევე გამოკვეთილია სახელწოდება, რომელიც ქართულ და ინგლისურ ენაზე ეტიკეტის ცენტრალურ ნაწილში გვხვდება. უცვლელი დარჩა „ბორჯომის“ მწვანე ფერის თავსახური. განახლებული შეფუთვა ბრენდის პრემიალურობას კიდევ უფრო მეტად უსვამს ხაზს.

პირველი ქართული მინერალური წყლის, „ბორჯომის“ რედიზაინზე ბრიტანულმა ბრენდინგ სააგენტო Osbornepike-მა იმუშავა.  

როგორც კომპანიაში აცხადებენ, მნიშვნელოვანი იყო, რომ ახალ შეფუთვას „ბორჯომის“ მემკვიდრეობისთვის და მრავალწლიანი ისტორიისთვის გაესვა ხაზი. ამავდროულად, განახლებული ვიზუალური იდენტობა შესაძლებლობას აძლევს ბრენდს გააფართოვოს  კატეგორიები და  შეინარჩუნოს კავშირი პორტფელში არსებულ პროდუქტებთან, რომლის ნათელი მაგალითიც „ბორჯომის” ლიმონათია.

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა