„ბორჯომი“ Zenith Global Water Drinks Awards 2024-ის გამარჯვებულია , სადაც მინერალური წყლის ქილის ახალი შეფუთვა საუკეთესო დიზაინად დასახელდა
მინერალური წყალი „ბორჯომი,“ ფრანკფურტში გამართულ საერთაშორისო დაჯილდოება - Zenith Global's Water Drinks Awards-ზე, ქილის შეფუთვაში საუკეთესო სასმელად დასახელდა.
2024 Global Water Drinks Awards-ის ყოველწლიურ დაჯილდოებას ამჯერად გერმანიამ უმასპინძლა. გამარჯვებული კომპანიები, წყლის 21-ე საერთაშორისო კონგრესის გალა საღამოზე დასახელდა.
საერთაშორისო ჟიურიმ 120 აპლიკანტიდან, სხვადასხვა ნომინაციაში, 15 გამარჯვებული გამოავლინა, მათ შორის - „ბორჯომის” ქილის ახალი შეფუთვა, რომელიც საქართველოში უახლოეს მომავალში გამოჩნდება.
უკვე 30 წელია, რაც Zenith Global, სასმელებისა და საკვების ინდუსტრიაში, პროდუქტებს სხვადასხვა კრიტერიუმით აფასებს და წლის განმავლობაში რამდენიმე დაჯილდოების ფარგლებში, გამარჯვებულებს ავლენს. წელს „ბორჯომი” Zenith Global-ის მესამე ჯილდოს მფლობელი გახდა.
„საამაყოა „ბორჯომის“ წარმატება ისეთ საერთაშორისო დაჯილდოებაზე, რომლის მონაწილეებიც იყვნენ - Coca-Cola, Danone, Gerolsteiner, Icelandic Glacial Water“, - განმარტავენ კომპანიაში.
შეგახსენებთ, რომ მაისში, ლონდონში გამართულ Zenith Annual Innobev Awards 2024-ზე, „ლიმონათი ბორჯომისგან” 2 კატეგორიის გამარჯვებული გახდა. „ბორჯომის“ ინოვაციურმა პროდუქტმა საუკეთესო პრემიალური სასმელისა და საუკეთესო მარკეტინგული/სოციალური მედია კამპანიის ნომინაციაში გაიმარჯვა.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები