მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

ბიზნესის განწყობის ინდექსი გაუმჯობესდა - ISET

news image

2023 წლის IV კვარტლისთვის ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) 2.4 პუნქტით გაიზარდა და 18.1-ს გაუტოლდა. ISET-ის ანგარიშის თანახმად, ბიზნესის განწყობის ყველაზე დიდი გაუმჯობესება ვაჭრობის (+21.7) სექტორში დაფიქსირდა.

BCI-ის დადებითი ცვლილება გაუმჯობესებულმა მიმდინარე მდგომარეობამ და პოზიტიურმა მოლოდინებმა განაპირობა.

„მიმდინარე მდგომარეობის ინდექსი, რომელიც კომპანიების მიერ გასული კვარტლის განმავლობაში საკუთარი ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებას ეყრდნობა, 2023 წლის III კვარტალთან შედარებით 10.3 პუნქტით გაიზარდა და 2023 წლის IV კვარტლისთვის 23.0-ს გაუტოლდა.

მიმდინარე მდგომარეობის ყველაზე დიდი გაუმჯობესება ვაჭრობის (+40.3) და სოფლის მეურნეობის (+29.4) სექტორებში დაფიქსირდა“, - განმარტავენ ISET-ში. 

ბიზნესის მოლოდინების ინდექსი, რომელიც გვიჩვენებს, რამდენად ოპტიმისტურად არის განწყობილი ბიზნეს სექტორი მომავლის მიმართ, 36.5 პუნქტამდე გაიზარდა.

2023 წლის IV კვარტლისთვის მოლოდინების საგრძნობი ზრდა დაფიქსირდა ვაჭრობის (+41.3) და მშენებლობის (+33.3) სექტორებში.

გასაყიდი ფასების მოლოდინების ინდექსი მცირედით, 0.3-ით გაიზარდა და 17.6 პუნქტს მიაღწია.

ეს მაჩვენებელი გვიჩვენებს, რომ ბიზნესების წილი, რომელიც მომდევნო სამ თვეში ვარაუდობს ფასის მატებას საკუთარ პროდუქტზე, დიდწილად არ შეცვლილა.

ბიზნესის განწყობის ინდექსი ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ყოველკვარტალური ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) 2013 წლის დეკემბრიდან ბიზნესის საინფორმაციო სააგენტოსა (BIA) და საერთაშორისო სავაჭრო პალატა საქართველოსთან (ICC Georgia) თანამშრომლობით ხორციელდება.

ბიზნესის განწყობის ინდექსი ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ვებ-გვერდსა და ქართულ მედიაში ქვეყნდება. ინდექსი 3 ქვეინდექსისაგან შედგება: მიმდინარე მდგომარეობის ინდექსი, ბიზნესის მოლოდინების ინდექსი და გასაყიდი ფასების მოლოდინების ინდექსი. ინდექსი მოიცავს ეკონომიკის შემდეგ სექტორებს: მომსახურება, საცალო ვაჭრობა, სოფლის მეურნეობა, მრეწველობა, ფინანსური მომსახურება, მშენებლობა და სხვა სექტორები. თითოეული სექტორისთვის ბიზნესის განწყობის ინდექსი ითვლება ონლაინ კითხვარების გამოყენებით, რომლის სამიზნეს ბიზნესის მაღალი რანგის ხელმძღვანელები არიან.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა