მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

ბიომეურნეობა „სამყურა“ აგროტურიზმის სექტორში შესვლას გეგმავს

news image

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში მდებარე ბიომეურნეობა „სამყურა“ გაფართოებასა და აგროტურიზმის სექტორში შესვლასაც გეგმავს.

როგორც Business Insider Georgias-ს ბიომეურნეობის დამფუძნებელმა ნიკა ბაგალიშვილმა განუცხადა, ამ დროისათვის ბიო პროდუქტები 1 ჰა-ზე მოჰყავს, მაგრამ აქამდე ზამთარში გაჩერება უწევდა, თუმცა წლის ბოლოდან საკუთარი სასათბურე მეურნეობა ექნება, სადაც გათბობის გარეშე  ბოსტნეულს აწარმოებს და გაყიდის.

ფერმერი ამბობს, რომ სათბურის მშენებლობა დასრულებულია, მხოლოდ ბოლო დეტალებიღა დარჩა, რომელსაც შემოდგომით დაასრულებს და იქ ბროკოლის, სხვადასხვა სახის სალათის ფურცლების, მწვანილის, სტაფილოს, ჭარხლისა და ყვავილოვანი კომბოსტოს მოყვანას დაიწყებს.

ფერმერი ამბობს, რომ ზამთარში დღის განმავლობაში მზის სხივებიც საკმარისი იქნება „სულ მზეა და სათბურებისთვის იდეალური მხარეა“.

აღსანიშნავია, რომ ბაგალიშვილი ბიო მეურნეობას პარალელურად კაფეს ამოქმედებასაც აპირებს, სადაც საკვებ პროდუქტებს ძირითადად საკუთარ ბიო მეურნეობაში მოწეული პროდუქტებით მოამზადებს.

„რაც შეეხება კაფეს მიწის სტატუსის შეცვლას ველოდებით და ამის შემდეგ დავიწყებთ მშენებლობას.
მასალები უკვე ნაყიდი მაქვს და მის მოსაწყობად დამატებით 20-25 ათასი ლარი დამჭირდება“, - აცხადებს ფერმერი. 

„სამყურას“ ბოსტნეული ამჟამად თბილისში, მაღაზია „წერტიში“ იყიდება, სადაც მისი სტენდია განთავსებული.

ბიო მეურნეობაში ნიკა ბაგალიშვილის თითქმის ყველა სახეობის ბოსტნეული მოჰყავს, მათ შორის იასამნისფერი კარტოფილი, ჩერი პომიდორი სხვადასხვა ფერის და ზომის,  ქეილი, ბროკოლი და სხვა. 

„საქართველოში იასამნისფერი კარტოფილი რამდენიმე ადამიანს მოჰყავდა და თესლი მათგან შევიძინე და დავთესე. ის გამოირჩევა საკმაოდ კარგი ვიზუალით და სასარგებლოა დიაბეტიანებისთვის, იმიტომ რომ შაქარს შეიცავს ძალიან ცოტა რაოდენობით“ - აცხადებს ფერმერი. მისი განმარტებით, 1 კგ იასამნისფერი კარტოფილის ფასი 6.5 ლარია. 

„კარტოფილის ეს სახეობა მეორე წელია რაც მომყავს, საუბარია 200-300 კგ-ზე. ინდივიდუალურად მომხმარებლები ძალიან ცოტას ყიდულობენ, მაღალი ფასის გამო. თუმცა ძირითადად რესტორნებს მიაქვთ“, - ამბობს „სამყურას“ დამფუძნებელი. 

ფერმერი აცხადებს, რომ დღეს საქართველოში საკმაოდ ცოტა ბიომეურნეობაა.

„ცნობიერება არის დაბალი და ამას ემატება ეკონომიკური მაჩვენებლები და ამ მიზეზების გამო საქართველოში ბიო მეურნეობა სწრაფად ვერ ვითარდება.

თანაც, ფინანსურად არ არიან ძლიერად ადამიანები და ვერ იხდიან ფულს ხარისხიან პროდუქტში“, - აცხადებს ფერმერი.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა