მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7035.5
-0.0045
flag
AZN 1.6186
-0.0013
flag
CNY 37.677
0.0029
flag
EUR 3.1274
0.0045
flag
GBP 3.6512
0.0035
flag
KZT 52.53
-0.0073
flag
TRY 0.0722
-0.0001
flag
USD 2.7523
-0.0021
flag
AMD 7035.5
-0.0045
flag
AZN 1.6186
-0.0013
flag
CNY 37.677
0.0029
flag
EUR 3.1274
0.0045
flag
GBP 3.6512
0.0035
flag
KZT 52.53
-0.0073
flag
TRY 0.0722
-0.0001
flag
USD 2.7523
-0.0021

ბინების გაქირავების ბაზარზე ბუმი აღარ არის, თუმცა ფასები არ მცირდება - ასოციაცია

news image

უძრავი ქონების ფასები სტაბილურდება, თუმცა ფასის კლების ტენდენცია არ არის.  ლიკვიდურ ქონებაზე მოთხოვნა კვლავ  მზარდია, - ამის შესახებ საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის ხელმძღვანელი ვაჟა მებაღიშვილი Business Insider Georgia- თან აცხადებს. 

მისივე თქმით, უძრავი ქონების ბაზარზე ყაზახეთის მოქალაქეების აქტივობა შეიმჩნევა. 

„ბინების გაქირავების ბაზარზე ბუმი აღარ არის, თუმცა მიგრანტები ისევ ჩამოდიან. რუსებისა და ბელორუსების შემდეგ, საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე ყაზახეთის მოქალაქეები გააქტიურდნენ. ამიტომ იჯარისა და გაქირავების ბაზარი კვლავ აქტუალურია“, - ამბობს მებაღიშვილი.

უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის ხელმძღვანელის შეფასებით, საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი კვლავ მიმზიდველია, რასაც რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს: 

„გადამწყვეტ როლს თამაშობს საკვები, კლიმატი. უცხო ქვეყნის მოქალაქეები მიიჩნევენ,რომ საქართველოში უძრავი ქონების შეძენა მომგებიანია. რა თქმა უნდა რისკები არის, როცა ეს მასობრივია, თუმცა  ქვეყანაში რუსეთიდან და ბელორუსიდან მიგრანტების შემოსვლა რუსეთ -უკრაინის ომმა განაპირობა“, - ამბობს მებაღიშვილი.

რაც შეეხება პროგნოზს, მებაღიშვილის თქმით, თუ ქვეყანაში ეკონომიკური სტაბილურობა შენარჩუნდა, უძრავი ქონების ბაზარზეც ვითარება არ შეიცვლება. 

„არის ეჭვები, რომ ეს დიდი ბაბლი არ იყოს და არ ჩამოიშალოს გრძელვადიან პერსპექტივაში. ახლა ინტერესი ქვეყნის მიმართ არის. ვითარდება ინფრასტრუქტურა. თუ ეკონომიკური ვითარება აირია ნეგატიურ ეფექტებზე შემდეგ ვილაპარაკოთ“, - ამბობს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის ხელმძღვანელი.

ცნობისთვის, საქსტატის მონაცემით, 2023 წლის II კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (15.5 პროცენტი) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (10.6 პროცენტი).

აღნიშნულ პერიოდში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 19 280.8 მლნ. ლარს გაუტოლდა, ხოლო 2022 წლის II კვარტალთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 7.5 პროცენტი შეადგინა.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა