მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7035.5
-0.0045
flag
AZN 1.6186
-0.0013
flag
CNY 37.677
0.0029
flag
EUR 3.1274
0.0045
flag
GBP 3.6512
0.0035
flag
KZT 52.53
-0.0073
flag
TRY 0.0722
-0.0001
flag
USD 2.7523
-0.0021

ბიძინა ივანიშვილი იოანე ზოსიმეს ხელნაწერის ჩუქებაზე: საკუთარ გაკეთებულზე ნაკლებად მიყვარს საუბარი, თუ მაინც მომიწევდა, სწორედ ამ აქტს გავიხსენებდი და ჩემი ხელწერის ყველაზე კარგი მაჩვენებელი იქნებოდა, ბედნიერი ვარ ეს გაკეთდა

news image

„ქართული ოცნების" დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, იოანე ზოსიმეს ხელნაწერის შეძენასა და მისი საქართველოსთვის საჩუქრად გადაცემის შესახებ, ტელეკომპანია „იმედთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა და აღნიშნა, რომ საკუთარ გაკეთებულ საქმეებზე საუბარი ნაკლებად უყვარს. 

მისივე განცხადებით, საკუთარი ხალხისა და სამშობლოსთვის მაქსიმუმს აკეთებს და თუ მაინც მოუწევდა გაკეთებულ საქმეებზე საუბარი, სწორედ იოანე ზოსიმეს ხელნაწერს გაიხსენებდა, როგორც თავისი ხელწერის ყველაზე კარგ მაჩვენებელს.

"მე მგონი, რომ საკმაოდ ბევრი გადაცემა გაკეთდა, გუნდმაც კარგად იმუშავა და კარგი და სწორი აქცენტები გაკეთდა ჩემი აზრით საზოგადოებაში, ბევრი რომ არ ვისაუბრო და ზოგადად, საკუთარ გაკეთებულზე ნაკლებად მიყვარს საუბარი. ერთს ვიტყოდი, რომ თუ პოლიტიკაში მოსვლა არ მომიწევდა და მე ჩემი მსოფლმხედველობა რაც მქონდა, ისე ვცხოვრობდი, როგორ მესმოდა, მე არ ვდარდობ, რა თქმა უნდა, ჩემს პოლიტიკაში მოსვლას, მე მქონდა რესურსი ჩემი ქვეყნისთვის, ჩემი ხალხისთვის, ჩემთვის და ჩემი შვილებისთვის - ეს ჩემის სამშობლოა, ვაკეთებ მაქსიმუმს რაც შემიძლია და რა თქმა უნდა ქველმოქმედებას ის სახე ვეღარ მიეცა პოლიტიკაში მოსვლის შემდგომ, სხვათა შორის პირველი თვითონ ამოყარეს თუ გახსოვთ და დანაშაულად ჩათვალეს. კიკაბიძეს აფინანსებს, თურმე, ამას აფინანსებს, ისეთი აქცენტებით აკეთებდნენ ამას, რომ თითქოს დანაშაულია, ეს რა გიქნია, საშინელება ჩაგიდენია. რა თქმა უნდა გულწრფელად ვაკეთებდი რასაც ვაკეთებდი და თუ ის ხელწერა დამრჩებოდა და თუ მაინც ასაკში მომიწევდა ამაზე საუბარი, სწორედ ამ აქტს გავიხსენებდი და ეს იქნებოდა ჩემი ხელწერის ყველაზე კარგი მაჩვენებელი და მე თვითონაც ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს მოხერხდა და გაკეთდა." - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა