მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7035.5
-0.0045
flag
AZN 1.6186
-0.0013
flag
CNY 37.677
0.0029
flag
EUR 3.1274
0.0045
flag
GBP 3.6512
0.0035
flag
KZT 52.53
-0.0073
flag
TRY 0.0722
-0.0001
flag
USD 2.7523
-0.0021

ბიძინა ივანიშვილი გახარიაზე და მის გუნდზე: ამ გარეწართან რომ დგანან, რა თქმა უნდა, გასამართლება მოუწევთ, დავუმტკიცებთ ყველაფერს, რას და რისთვის აკეთებდა, „ნაციონალური მოძრაობის“ მოყვანას როგორ ეხმარება დღესაც

news image

ისევ დავუბრუნდები ამ ჩემს მოუშუშებელ ჭრილობას ასე ვთქვათ. ამ გახარიას პარტიის წევრებს, არასოდეს შეურაცხყოფა არ მიმიყენებია პოლიტიკოსისთვის, ამ გარეწართან, ამის გვერდით რომ დგანან, რა თქმა უნდა, გასამართლება მოუწევთ, - განაცხადა „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა.

მისი განცხადებით, გიორგი გახარიას დაუმტკიცებენ, რას და რატომ აკეთებდა, როგორ ეხმარება დღესაც "ნაციონალურ მოძრაობას", ხელისუფლებაში დასაბრუნებლად და რამდენად კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ საქართველოს ომში ჩართვა მოუწევს. 

ივანიშვილმა აღნიშნა ისიც, რომ გახარიასა და მისი გუნდის მიმართ უფრო მეტი გაღიზიანება აქვს, ვინაიდან ისინი პარლამენტში სწორედ "ქართული ოცნების" მანდატით შევიდნენ, ხოლო დღეს, "ნაცმოძრაობაზე" უარესსაც აკეთებენ.

„რა თქმა უნდა, თეთრით შავზე დავუმტკიცებთ ყველაფერს, რას აკეთებდა და რისთვის აკეთებდა „ნაციონალური მოძრაობის“ მოყვანას როგორ ეხმარებოდა და ეხმარება დღესაც და რა კარგად აქვს გათვითცნობიერებული, რომ მეორე დღესვე საქართველო ომში უნდა ჩართოს, სასამართლო დონეზე გვაქვს ყველა დოკუმენტი დალაგებული, რა თქმა უნდა ამათ მოუწევთ პასუხისგება და მკაცრი პასუხისგება. უფრო მეტი გაღიზიანება მასზე და მისი პარტიის წევრებზე მაქვს, ისინი „ქართული ოცნების“ წევრები იყვნენ უმრავლესობა და ჩვენი მანდატით შემოვიდნენ პარლამენტში. დღეს რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივს ერთი-ერთში იმეორებენ და უარესსაც ზოგჯერ, რა თქმა უნდა, ისინი მკაცრ სასჯელს იმსახურებენ და გარწმუნებთ, რომ მიიღებენ კიდეც. მე კიდევ ვიმეორებ, რომ შორს ვარ იმისგან, რომ ამომრჩევლის დასჯაზე უნდა განაცხადოს, რომელიმე პოლიტიკურმა პარტიამ“, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა