ბელორუსი რუსულ გაზს მსოფლიოში ყველაზე დაბალ ფასად შეიძენს
ბელორუსიასა და გაზპრომს შორის გაფორმებული ძირითადი შეთანხმება რუსული გაზის გარანტირებულ მოცულობებზე 2031 წლამდეა გათვლილი.
რუსეთის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ამ პერიოდში რუსული გაზის ფასი მინსკისთვის სხვა ქვეყნებთან შედარებით ყველაზე დაბალი იქნება.
ამის შესახებ დიმიტრი კრუტოიმ რუსეთში ბელორუსის ელჩის რანგში პირველ ინტერვიუში განაცხადა.
„გაზპრომთან ძირითადი გრძელვადიანი შეთანხმება რესპუბლიკისთვის გაზის მიწოდების გარანტირებული მოცულობის შესახებ მოქმედებს 2031 წლამდე. ამიტომ, აქ პრობლემები არ არის... და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, ბელორუსი, გაზპრომთან გრძელვადიანი კონტრაქტით გაზს მესამე ქვეყნებისთვის განსაზღვრული ტარიფებით ყევლაზე იაფად შეიძენს“, - განაცხადა კრუტოიმ.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არის ძირითადი პირობა, რომელსაც ორი ქვეყნის მთავრობები დაიცავენ .
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები