მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

ბაზარს პროდუქციას კონკურენტულ ფასში ვაწვდით, ვგეგმავთ ბიზნესის გაფართოებას - Arte-ს დამფუძნებელი

news image

სარეკლამო კომპანია „არტეს“ დამფუძნებელი ნინო გიგინეიშვილი Business Insider Geoorgia-თან აცხადებს, რომ კომპანიის მენეჯმენტი სტამბულიდან მნიშვნელოვანი შეთანხმებებით დაბრუნდა.

მათი ძირითადი მიზანი სტამბულში გამართულ, „ქსოვილებისა და სამოსის საერთაშორისო გამოფენაში“ მონაწილეობისას მიღებისას კომპანიებთან ახლო კონტაქტების დამყარება იყო.

„სტამბულში, ქსოვილების მწარმოებელ მსხვილ კომპანიებთან დავამყარეთ კონტაქტები და შედეგად იმპორტირებული მასალით შევძლებთ ნებისმიერი რაოდენობის პროდუქციის წარმოებას. გამოფენაში ჩვენს მონაწილეობის კიდევ ერთი დადებითი მხარე ისაა, რომ შევძლებთ ბაზარზე კონკურენტული ფასის დასმას. ამ დროისთვის ხდება ქსოვილების ტესტირება. საბოლოო ჯამში ქსოვილების ძალიან დიდი და ხარისხიანი ასორტიმენტი გვექნება“, - ამბობს „არტეს“ დამფუძნებელი.

კომპანიამ ასევე  კონტაქტები დაამყარა თურქეთში ფაბრიკებთან, რაც მათ საშუალებას მისცემს, რომ უკვე შეკერილი, დამკვეთის დიზაინზე და ზომებზე მორგებული სამოსი ჩამოიტანონ.

ARTE მომხმარებლებს სრულ სამკერვალო და სარეკლამო მომსახურებას სთავაზობს.

„შესაძლოა, ჩვენი პროდუქტის ფასი მაღალი იყოს, მაგრამ ვმუშაობთ პრემიუმ ხარისხის მატერიაზე და მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის პროდუქტს ვთავაზობთ.  ვამზადებთ ბრენდირებულ უნიფორმებს და პრომო აქსესუარებს, როგორც კომპანიებისთვის, ისე სოლო მომხმარებლებისთვისაც, თანამედროვე ტექნოლოგიითა და უახლესი აღჭურვილობით. ჩვენი ძირითადი მიმართულება ქსოვილის დამუშავება და ბრენდირებაა“, - ამბობს ნინო გიგინეიშვილი.

კომპანია ბაზარზე ორი წელია ოპერირებს.

„ფაქტობრივად რესურსი არ გვქონდა ისე დავიწყეთ და საბოლოო ჯამში ძალიან სწრაფად განვითარდით. გასულ წელს დიდი კომპანიებისგან გვქონდა შეკვეთები, რამაც ბევრი რეკომენდატორი გაგვიჩინა. ამ დროისთვის მხოლოდ სოციალური ქსელით ვმუშაობთ და მომსახურების გასაუმჯობესებლად მიმდინარეობს ვებგვერდის აწყობა, სადაც ყველაფერი იქნება განთავსებული და მომხმარებლებთან უფრო მარტივად და ოპერატიულად შევძლებთ კონტაქტს“, - ამბობს Arte-ს დამფუძნებელი.

„არტე“ ამ დროისთვის 20 ადამიანს ასაქმებს.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა