ბათუმში მაღალი კლასის სასტუმრო Best Western Plus Batumi იხსნება
1-ელი აპრილიდან ბათუმის მაღალი კლასის სასტუმროებს კიდევ ერთი სასტუმრო შეემატება. Best Western Plus Batumi-ი აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარეობს და ის 148 სასტუმრო ოთახზეა გათვლილი.
როგორც Business Insider Georgia-სთან სასტუმრო Best Western Plus Batumi-ის გაყიდვების და მარკეტინგის მენეჯერმა ნანუკა გორგილაძემ განაცხადა, სასტუმროს მშენებლობაში TURSA-მ 8 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელა.
„სასტუმრო Best Western-ის ჯგუფის წევრია, თუმცა პირველი შემთხვევაა როდესაც აჭარაში Best Western Plus-ს სასტუმრო იხსნება. სასტუმრო 148 ნომერზეა გათვლილი და გარდა სასტუმრო ნომრებისა Best Western Plus Batumi მოიცავს სპას, ფიტნეს, მასაჟის დარბაზებს, როგორც ქალებისთვის ისე მამაკაცებისთვის, ორ აუზს - ბავშვებისთვის და ზრდასრულებისთვის, საუნას და დიდ გასართობ სივრცეს. ამასთან ერთად გაქვს საკონფერენციო დარბაზები და რესტორანი და ლაუნჯი“, - აღნიშნა Best Western Plus Batumi-ის გაყიდვების და მარკეტინგის მენეჯერმა.
რკო
ახალი კოლექცია
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები