ბათუმში, ივლისში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 21%-ით შემცირდა
ივლისში, ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის ივლისთან შედარებით 20%-ით, 1,162 ერთეულამდე შემცირდა, ბაზრის ზომა კი 10%-ით შემცირდა და 53 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
recov-ზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ბათუმში 2023 წლის ივლისში, ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 21%-ით შემცირდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 5%-იანი კლება დაფიქსირდა.
ბათუმში 2023 წლის ივლისში, ახალაშენებული პრემიუმ სეგმენტის ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 21%-ით გაიზარდა. მედიუმ და ეკონომ სეგმენტებში კი მაჩვენებლის 8% და 39%-იანი კლება დაფიქსირდა.
ივლისში, ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 21%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 986 აშშ დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 9%-ით, 670 აშშ დოლარამდე გაიზარდა.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები