ბათუმში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 1%-ით გაძვირდა, ძველი ბინების კი 7%-ით გაიზარდა
იანვარში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის იანვართან შედარებით 22%-ით, 1,069 ერთეულამდე შემცირდა, ბაზრის ზომა კი 20%-ით შემცირდა და 46 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
recov-ის ინფორმაციით, ბათუმში იანვარში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 17%-ით შემცირდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 49%-იანი კლება დაფიქსირდა.
ბათუმში იანვარში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი უმნიშვნელოდ, 1%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 932 აშშ დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 7%-ით, 718 აშშ დოლარამდე გაიზარდა.
დღის ტოპ 10 სიახლე
ჩვენ ყველა ავიარეისის ანალიტიკას ვაკეთებთ, განსხვავებით ფსევდო ექსპერტებისგან - მარიამ ქვრივიშვილი
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები