ბათუმში ახალაშენებული ბინების ფასი 20%-ით გაიზარდა და კვ/მ-ზე 984 დოლარი შეადგინა
2023 წლის აგვისტოში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის აგვისტოსთან შედარებით 11%-ით, 1,422 ერთეულამდე შემცირდა, ბაზრის ზომა კი 17%-ით შემცირდა და 56 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
როგორც Colliers Georgia-ში განმარტავენ, ბათუმში 2023 წლის აგვისტოში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 8%-ით შემცირდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 41%-იანი კლება დაფიქსირდა.
აგვისტოში ბათუმში ახალაშენებული მედიუმ სეგმენტის ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 29%-ით შემცირდა. პრემიუმ და ეკონომ სეგმენტებში კი მაჩვენებელი უმნიშვნელოდ შემცირდა, ხოლო ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 20%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 984 აშშ დოლარი შეადგინა.
ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი მხოლოდ 3%-ით, 728 აშშ დოლარამდე გაიზარდა.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები