მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

ბათუმს ახალი საერთაშორისო სტანდარტების ყინულის სასახლე და საცურაო აუზი ექნება - თორნიკე რიჟვაძე

news image

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ბათუმს ახალი საერთაშორისო სტანდარტების ყინულის სასახლე და საცურაო აუზი ექნება 

„ჩვენმა ხელისუფლებამ შეძლო დანგრეული, გაუბედურებული პროექტების სანაცვლოდ აეშენებინა და ბოლომდე მიეყვანა ახალი პროექტები.

აშენდა ყველასთვის ნანატრი ბათუმის სტადიონი, რომელმაც არაერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას და საერთაშორისო აღიარებას მიაღწია და ასევე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ავაშენოთ, დავასრულოთ ბათუმის ყინულის არენისა და საცურაო აუზის მშენებლობა, რომელიც უმასპინძლებს, უკვე გადაწყვეტილება მიღებულია, 2025 წელს გასამართ ზამთრის ოლიმპიადას.

მე მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, ბატონ პრემიერ მინისტრს, ირაკლი კობახიძეს და ყველა სამინისტროს, რომელიც ეხმარება ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას აღნიშნული პროექტების განხორციელებაში“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. 

ცნობისათვის, ბათუმში ყინულის არენის მშენებლობით კომპანია „ანაგი“ დაინტერესდა. აჭარის პროექტების მართვის კომპანიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც დახურული სპორტული კომპლექსის უფრო კონკრეტულად კი ყინულის არენის და საცურაო აუზის მშენებლობას ითვალისწინებდა, განაცხადი მხოლოდ „ანაგმა“ შეიტანა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 53` 943` 489 ლარი იყო, თუმცა რა შეთავაზება გააკეთა „ანაგმა“ ჯერჯერობით უცნობია. 

იგივე თემაზე: 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა