ბათუმის საცხენოსნო კლუბი ცხენებისთვის საკვებს შეიძენს, რისთვისაც ტენდერი გამოცხადდა. სატენდერო პირობებიდან ირკვევა, რომ ბათუმის საცხენოსნო კლუბს 500 ტუკი თვის შეძენა სურს. თივის ტუკი კი მინიმუმ 16-17 კგ-ს უნდა იწონიდეს.
რაც შეეხება თივას ის უნდა იყოს მშრალი, უმაღლესი ხარისხის, დაპრესილი ვეგეტაციის პერიოდში, მინარევების, სარეველების გარეშე, ფოთოლი საღი, არ უნდა იყოს მზისგან დამწვარი და დანასველები.
იმავდროულად თვის ტუკების მიწოდება უნდა განხორციელდეს ერთჯერადად, მისამართზე: ქ. ბათუმი, აეროპორტის გზატკეცილი ქუჩა N253.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წინადადებების ბოლო ვადა 12 სექტემბერია, ხოლო ბიუჯეტი 5000 ლარი.
ბათუმის საცხენოსნო კლუბი 2013 წელს ჩამოყალიბდა და მას შემდეგ აქტიურად მონაწილეობს რეგიონალურ და საერთაშორისო შეჯიბრებებსა და კონკურსებში. აქ, შესაძლებელია როგორც ცხენით ერთჯერადად გასეირნება, ასევე ცხენოსნობის შემსწავლელი კურსების აღება. საცხენოსნო კლუბს აქვს იპოთერაპიის ლიცენზია.
კლუბის პირველი და მთავარი მიზანი იყო ბათუმში საცხენოსნო სპორტის პოპულარიზაცია და განვითარება, ახალგაზრდა თაობის მოზიდვა კლასებში და ქვეყნის გაუმჯობესება.
არსებობის განმავლობაში ბათუმის საცხენოსნო კლუბმა ბევრი მიღწევა მოიპოვა, რომელთაგან ყველაზე თვალშისაცემია საქართველოს ჩემპიონატი დოღებში და ფეის მსოფლიო თასის ვერცხლის მედალი.
უახლესი