მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

ბალდის კანიონის ინვესტორისთვის გამოწერილი ექვსივე ჯარიმა სასამართლომ ბათილად სცნო

news image

სასამართლომ კომპანიაკანიონი 350-ისწინააღმდეგ ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოწერილ ოქმებში გათვალისწინებული ჯარიმები ბათილად ცნო. ბალდის კანიონის პროექტის მოწინააღმდეგე ჯგუფის არაერთი მცდელობისა და აქტიურობის მიუხედავად,  კომპანიას ჯარიმები არ დაეკისრა.

აღსანიშნავია, რომ გამოწერილი 6 ოქმიდან 3 იდენტური გახლდათ, შინაარსობრივად კი, ყველა მათგანი აბსურდული იყო.

პირველი ჯარიმასასარგებლო წიაღისეულის უკანონო მოპოვებასეხებოდა. ინვესტორის შესვლამდე იქ გზა იყო შეჭრილი და მიწა ხევისკენ იყო გადაყრილი. როდესაც კომპანიამ პროექტით გათვალისწინებული ბილიკის მოწყობა დაიწყო, ნაყარი მიწა დაიძრა, რაც მუშაობასაც დასამომავლოდ,  გადაადგილებასაც საფრთხეს უქმნიდა. ამის თავიდან ასაცილებლად, „კანიონი 350-მაკედლის გამაგრება გადაწყვიტა. ფუნდამენტისთვის ამოთხარეს მიწა, რომელიც ფუნდამენტის ჩასხმის შემდეგ უკანვე მიაყარეს. პროტესტის -აქტივისტები  კი, ცდილობდნენ, წარმოეჩინათითქოს, კომპანია წიაღისეულს მოიპოვებდა და აქედან რაიმე სარგებელს ნახულობდა.

მეორე ჯარიმამიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნა-გადაადგილებისბრალდებას უკავშირდებოდა. აღსანიშნავია, რომ მონაკვეთი, რომელზეც ეს ჯარიმა გამოიწერა, უკვე კომპანიის საიჯარო ტერიტორიაში შედის და ფაქტობრივად, არც უნდა გამოწერილიყო. ამბავი მოკლედ ასეთია - საიჯარო ტერიტორიას და გზას შორის სატყეო მეურნეობის მიწის პატარა, რამდენიმემეტრიანი მონაკვეთი მდებარეობს. ამ მონაკვეთზე პროექტით განსაზღვრული ბილიკი მოეწყო, რისთვისაც სამუშაოები ყოველგვარი დარღვევის გარეშე, დადგენილი სტანდარტის მიხედვით განხორციელდა.

მესამე ჯარიმა, რომელიც, საერთო ჯამში, 4-ჯერ დაფიქსირდა, ალბათ, ყველაზე უკეთ გამოხატავს, თუ, რეალურად, რა მდგომარეობაში არიან პროექტის მოწინააღმდეგეები - როცა შინაარსობრივად ვერაფერზე დაობენ, ხავსს ეჭიდებიან და თავში ისეთი აზრები მოსდით, რომელთაც, მათ გარდა, ვერავინ მოიფიქრებს. ამ შემთხვევაში, ჯარიმასახელმწიფო ტყის ფონდის უკანონო დაკავებაზეგამოიწერა. კომპანიას ადგილამდე მოჰქონდა სამუშაოებისთვის საჭირო მასალა, რომელსაც, ბუნებრივია, პირდაპირ კანიონში ვერ ჩაყრიდა. ადგილზე ცლიდნენ და შემდეგ მუშებს შიგნით, ტეროტორიაზე შეჰქონდათ. მსგავს ჯარიმას დაგიწერენ თითოეულ თქვენგანს, მაგალითად, სატვირთოთი სახლში გასათბობად მოტანილი შეშა მანქანიდან რომ ჩამოცალოთ, რათა შემდგომ სახლში შეიტანოთ. თუ ჩამოცლის პროცესში თქვენი მეზობელი ზედამხედველობის სამსახურს გამოიძახებს, თქვენც დაჯარიმდებით, მაგრამ, ცხადია, ამას არცერთი მეზობელი არ აკეთებს, რადგან აბსურდია და თავისი ქცევის გამო, სამომავლოდ თქვენიც შერცხვება და სხვა მეზობლებისაც. თუმცა, ბალდის კანიონის პროექტის მოწინააღმდეგეებს თავში  ისეთი აზრები მოსდით, სხვას არავის მოუვა.

და ბოლოს, რა უნდა ექნა კომპანიას ამ ყველაფერის თავიდან ასარიდებლად (იმის გათვალისწინებით, რომ ადგილზე პროტესტის ჯგუფია ჩასაფრებული და ზედამხედველობის სამსახურს არარსებულ მიზეზებზეც კი იძახებენ )?

პირველ შემთხვევაში, მომუშავე პერსონალის და მომავალი ვიზიტორების უსაფრთხოების ნორმებიუნდა უგულებელეყო; მეორე შემთხვევაში -  პროექტით ნაკისრი ვალდებულებების მიხედვით  დადგენილი სამუშაოების შესრულებაზე  უარი უნდა ეთქვა; მესამე შემთხვევაში კი, სამშენებლო მასალა პირდაპირ ხევში ჩაეყარა. სხვა ყველა შემთხვევაში, ჩასაფრებულიმეზობლებისწყალობით,  ეს ჯარიმები გამოიწერებოდა.

საბედნიეროდ, სასამართლო რეალობაზე დაყრდნობითა და  ფაქტობრივი გარემოებებით ხელმძღვანელობს და არა პროტესტის ჯგუფის ინტერპრეტაციით, რომელიც ყოველთვის დამახინჯებულია. თუმცა, სამწუხაროდ, მათ მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია, რომელსაც მიზანმიმართულად შეცდომაში შეყავს ადგილობრივი მოსახლეობა,  დღემდე აზიანებს მათ ინტერესებს, და ხელს უშლის განხორციელდეს პროექტი და სოფელი განვითარდეს.

 

 

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა