მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

ბაკურიანი 10-11 თებერვალს სკი კროსის დისციპლინაში მსოფლიო თასის ეტაპს უმასპინძლებს

news image

10-11 თებერვალს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით (FIS), ბაკურიანში გაიმართება მსოფლიო თასის ეტაპი სკი კროსის დისციპლინაში. საერთაშორისო  ღონისძიებაში მსოფლიოს წამყვანი 12 ქვეყნის (შვეიცარია, შვედეთია, კანადა, ავსტრალია,  ჩილე, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, საქართველო, გერმანია, იტალია, იაპონია, აშშ ) 60  სპორტსმენი იასპარეზებს. საქართველოს სახელით  დავით თედიაშვილი გამოვა,  საშეჯიბრო ტრასას კი  ქართველი ათლეტები - ლაშა კურტანიძე და ბექა ბერძენიშვილი გახსნიან.

 

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) მხრიდან ღონისძიებას დაესწრებიან და  საორგანიზაციო პროცესებში მონაწილეობას მიიღებენ შეჯიბრის დირექტორი კლაუს ვალდნერი  და ტექნიკური დელეგატი ანდრეას გიორლიხი.  შეჯიბრებებს საერთაშორისო მედია აშუქებს,  პირდაპირ ეთერში კი  „ევროსპორტზე" გადაიცემა. 

 

საქართველომ წარმატებით უმასპინძლა მსოფლიო თასის ეტაპებს მოგულსა და სნოუბორდ კროსის დისციპლინებში. შეჯიბრებები  საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) მხრიდან დადებითად შეფასდა, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე საორგანიზაციო კუთხით. 2024 წლის დასკვნითი  ღონისძიება ბაკურიანში, დიდველის არეალში გაიმართება.

 

გასულ წელს საქართველომ ბაკურიანში უმაღლეს დონეზე უმასპინძლა მსოფლიო ჩემპიონატს ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში, შესაბამისად, საპატიო ადგილი დაიკავა მსოფლიო რუკაზე  ზამთრის ტურიზმის მიმართულებით.  წარმატებით ჩატარებულმა ჩემპიონატმა განაპირობა FIS-ის ყურადღება ჩვენი ქვეყნისადმი, სწორედ ამიტომ საქართველო, კერძოდ კი გუდაური და ბაკურიანი ყოველწლიურ კალენდარში მოხვდა.

 

ღონისძიება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ეკონომიკისა და მდგრადი განვთარების სამინისტროს შპს „მთის ტრასების სააგენტოსა" (MTA) და სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით გაიმართება, შეჯიბრების სპონსორი კომპანიები არიან „ბორჯომი","თი ბი სი" „რედკო", და  „სილქნეტი".

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა