მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

"აწარმოე საქართველოში" ორგანიზებით, თბილისში მოწყობილ სამეწარმეო მარკეტში 100-ზე მეტი მეწარმე მონაწილეობს

news image

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებების ფარგლებში, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, რუსთაველის გამზირზე სამეწარმეო მარკეტი იმართება, რომლის მიზანი ქართველი მეწარმეებისა და მათი პროდუქციის პოპულარიზაციაა.

ღონისძიებაში 100-ზე მეტი მეწარმე მონაწილეობს, რომელთა დიდი ნაწილი სააგენტოს სხვადასხვა პროგრამის ბენეფიციარები არიან. გამოფენა-გაყიდვაზე მეწარმეები წარმოადგენენ - ხის ნაკეთობებს, სათამაშოებს, სახლის დეკორს, სამკაულებს, ტანსაცმელს, ტყავის აქსესუარებსა და სხვა პროდუქციას. 

Возможно, это изображение 4 человека, улица и толпа

სამეწარმეო მარკეტი დაათვალიერეს და მეწარმეებს გაესაუბრნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილე ირაკლი გაბრიაძე.

Возможно, это изображение один или несколько человек, имбирный пряник, музыкальная подвеска и игрушка

„26 მაისის აღსანიშნავ ღონისძიებებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო  ტრადიციულად, წელსაც აქტიურ მონაწილეობას იღებს და ფართოდაა წარმოდგენილი, როგორც თბილისში, ასევე ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის რვა ქალაქში. მოქალაქეებს საშუალება აქვთ, სამინისტროს უწყებათა პავილიონებში დაათვალიერონ ექსპოზიციები ტრანსპორტის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების, ასევე მეწარმეობის მიმართულებით, გაეცნონ სხვადასხვა სიახლეებს და პროდუქტებს. 

Возможно, это изображение текст

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარებს წარმოდგენილი აქვთ პროდუქცია, რომელთა წარმოებასა და განვითარებაშიც ეკონომიკის სამინისტრო მნიშვნელოვან და აქტიურ როლს თამაშობს. ვულოცავ თითოეულ მოქალაქეს დამოუკიდებლობის დღეს, ჩვენს ქვეყანას მინდა ვუსურვო გამთლიანება და წარმატებული სვლა ევროპული ოჯახისკენ“ - აღნიშნა საუბრისას ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.

Возможно, это изображение текст

„აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარები და სხვა მეწარმეები რუსთაველის გამზირზე საკუთარ პროდუქციასა და ნაწარმს წარმოადგენენ. პროდუქცია მრავალფეროვანია - ტყავის ნაწარმი, ხის ნაკეთობები, სათამაშოები, საკვები და სასმელი პროდუქტები. დამთვალიერებლებისა და სტუმრების მხრიდან დაინტერესება დიდია, მათ  ამ ყველაფრის ადგილზე შეძენა შეუძლიათ. ამასთან, სტუმრები ეცნობიან, რა პროდუქცია იწარმოება „აწარმოე საქართველოში“ პროგრამების მხარდაჭერით, ჩვენი ბენეფიციარების მიერ“ - აღნიშნა სააგენტოს დირექტორის მოადგილემ.

26 მაისისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები დილიდან აღინიშნება საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. ღონისძიებების მთავარი კონცეფციაა - რაც გვეამაყება და გვაერთიანებს.

Возможно, это изображение 4 человека и текст

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა