მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

"აწარმოე საქართველოში" გადადის სრულიად ახალ ეტაპზე, რაც ნიშნავს, რომ ბანკის დაფინანსებას ქვეყანაში ექნება ალტერნატივა" - მიხეილ ხიდურელი

news image

"შეგვიძლია ვთქვათ, რომ "აწარმოე საქართველოში" გადადის სრულიად ახალ ეტაპზე, რაც ნიშნავს, რომ ბანკის დაფინანსებას ქვეყანაში ექნება ალტერნატივა - ეს იქნება ფასიანი ქაღალდების გამოშვების ხელშეწყობა, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის კერძო ფონდის შექმნა" - ამის შესახებ სააგენტოს დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა კაპიტალის ბაზრის მხარდამჭერ სახელმწიფო პროგრამაზე საუბრისას აღნიშნა.    

სააგენტომ USAID-ის ფინანსური ინოვაციების პროგრამასთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელსაც ეკონომიკის სამინისტროს, ასევე საბროკერო კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.    

შეხვედრაზე განიხილეს კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულების ერთ-ერთი კომპონენტი, რომელიც ფასიანი ქაღალდების გამოშვების ხელშეწყობას ითვალისწინებს. აღნიშნული მიმართულებით, 2024 წელს სააგენტო კომპანიებს ობლიგაციების გამოშვებაში დაეხმარება. დაგეგმილია 15-მდე ბენეფიციარის მხარდაჭერა, რომლებიც 150 მილიონამდე დამატებით საინვესტიციო რესურსს მოიზიდავენ საფონდო ბაზარზე.    "აწარმოე საქართველოში" დირექტორის მიხეილ ხიდურელის თქმით, ობლიგაციების გამოშვების კომპონენტს სააგენტო USAID-ის ფინანსური ინოვაციების პროგრამასთან თანამშრომლობით განახორციელებს.

„მოგეხსენებათ, სახელმწიფო დიდი ხანია ახორციელებს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის სხვადასხვა პროგრამას. მოხარულები ვართ, რომ „აწარმოე საქართველოში" გადადის ახალ ეტაპზე - ვამატებთ კაპიტალური ბაზრების მიმართულებას და ძალიან მალე, კომპანიებს შეეძლებათ ფასიანი ქაღალდების გამოშვებისას ისარგებლონ კონკრეტული მხარდაჭერით. კერძოდ, პირველ ეტაპზე სააგენტო საკრედიტო რეიტინგის მოპოვების და განთავსების საკომისიოს ხარჯების თანადაფინანსებას უზრუნველყოფს.    

მოგეხსენებათ, პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა ახალი ინიციატივის შესახებ და უკვე მოგვმართავენ კომპანიები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ფასიანი ქაღალდების გამოშვებით. მოხარული ვართ, რომ ვთანამშრომლობთ USAID-ის ფინანსური ინოვაციების პროგრამასთან, რომელიც სააგენტოსთან ერთად დაეხმარება მეწარმეებს" - აღნიშნა ხიდურელმა.    

2024 წელს კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულებით სააგენტო მთელ რიგ ღონისძიებებს განახორციელებს, რომლებიც ხელს შეუწყობს დაფინანსების ალტერნატიული მექანიზმების განვითარებას.  ობლიგაციების გამოშვების თანადაფინანსებასთან ერთად, ეს იქნება საინვესტიციო ფონდების განვითარება და აქტივებზე დაფუძნებული დაფინანსების ხელშეწყობა.  

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა