მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

ასორტიმენტის გაზრდას ვგეგმავთ, კონცეფციას სრულად შევინარჩუნებთ - ,,ცეცხლი აინთო"

news image

ცეცხლი აინთო • Tsetskhli Ainto ბარბექიუს რესტორანი თბილისში პირველია, სადაც მომხმარებლებს მხოლოდ მაყალზე მომზადებული კერძების, პირველ რიგში კი ნამდვილი კახური მწვადის დაგემოვნება შეუძლიათ. რესტორანი ახალგაზრდებმა, მიხეილ ჩაფურიშვილმა და გიორგი ახსაბაძემ დაახლოებით თვენახევრის წინ გახსნეს და მოთხოვნა უკვე იმდენად დიდია, რომ უკვე ბიზნესის განვითარების გეგმაზეც მუშაობენ.

სახელწოდება ,,ცეცხლი აინთო“ მიხეილის მეუღლეს, სოფო ბექაურს ეკუთვნის, რითაც რესტორანმა ასევე მიიქცია ყურადღება და გულშემატკივრებიც გაიჩინა. როგორც მიხეილ  Business Insider Georgia -თან ამბობს, რომ მიდგომამ გაამართლა და მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ ცდილობენ ასორტიმენტის გაზრდას, სადაც რესტორნის კონცეფცია მაქსიმალურად იქნება შენარჩუნებული.

„განსხვავებული სივრცის შექმნა გვინდოდა, რომელიც დიდ ინტერესს გამოიწვევდა. ვიფიქრეთ, რატომაც არა, ვისაც უყვარს, რატომ არ შეიძლება  ჭამოს მხოლოდ მწვადი და ამისთვის რესტორანში წასვლა არ იყოს საჭირო?! ამ კერძის მოყვარულებისთვის შევქმენით სივრცე, სადაც მოსული ადამიანები, ნამდვილ კახურ მწვადს დააგემოვნებენ განუყრელ, ახალ შოთის პურთან ერთად.

მიდგომამ გაამართლა, ივლისი-აგვისტო ძალიან დატვირთულია და სექტემბერ-ოქტომბერშიც მეტ დატვირთვას ველოდებით, სეზონიდან გამომდინარე. მომხმარებლებს ყველაზე მეტად რაც მოსწონთ, სიმარტივეა. ძალიან სწრაფად ხდება ეს ყველაფერი, 15 წუთში მწვადი მზადაა! განსაკუთრებით ლანჩზე მოდის ძალიან ბევრი ადამიანი. ძალიან კარგად მიგვიღეს, შეგვიყვარეს და ჩვენც ვცდილობთ, რომ მეტი სიახლე შევთავაზოთ, უფრო გავანებივროთ მომხმარებელი, რაც სტიმულს გვაძლევს უფრო კარგი იდეებისთვის" - ამბობს მიხეილ ჩაფურიშვილი.

რესტორნის თანადამფუძნებლის თქმით, მთავარი - ერთი, ძირითადი პროდუქტის ნიშა შენარჩუნდება. გაიზრდება ასორტიმენტი, რაც შეიძლება იყოს, მაგალითად, მწვადი შოთში, სენდვიჩის მსგავსი პროდუქტი, რომელიც მენიუში სექტემბრიდან დახვდებათ სტუმრებს.

მზადდება როგორც კახური, ასევე კლასიკური(ნაკლებ ცხიმიანი) მწვადი, რომლის ღირებულება 14.50 ლარია.  კერძს კახური შოთი უფასოდ მოჰყვება. ასევე მენიუშია ქაბაბი და ქათმის მწვადი, რომელიც ძალიან მოსწონთ სტუმრებს.

„ცეცხლი აინთო" 7 ივლისს გაიხსნა საბურთალოზე,  ტაშკენტის 10 ნომერში. ამ ეტაპზე კომპანიაში 8 ადამიანია დასაქმებული.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა