„არწივის ბუდის“ მშენებლობა შემოდგომაზე დასრულდება
აჭარაში ევროპაში ყველაზე გრძელი, ორზოლიანი ზიპლაინის მოწყობა შემოდგომაზე დასრულდება. პროექტი ჩირუხის მთაზე ხორციელდება და საბოლოო ჯამში "არწივის ბუდის" დიზაინით, 1 789 მეტრი სიგრძის ზიპლაინის მშენებლობას ითვალისწინებს, რომელსაც პანორამული ხედი ხეობაზე ექნება. ზედა სადგური ზღვის დონიდან 2445 მეტრ სიმაღლეზე განთავსდება. ზიპლაინის ქვედა სადგურში კი ტურისტულ-ვიზიტორთა ცენტრი იფუნქციონირებს. შენობაში კაფეტერია და ტერასა მოეწყობა. ორივე სადგურთან პარკინგი, ველოსადგომები და შესაბამისი განათებები განთავსდება.
პროექტს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ანაგი“ ახორციელებს. როგორც Business Insider Georgia-სთან "ანაგის" საინვესტიციო დირექტორმა თორნიკე კუჭავამ განაცხადა, წინამოსამზადებელი სამუშაოები უკვე დასრულებულია და პროექტის დეტალები შეთანხმებული, ხოლო სამშენებლო სამუშაოები კიდევ უფრო ინტენსიურ ეტაპზე გადადის.
„ჩირუხის ზიპლაინი ორ წლიანი კონტრაქტია, რომელიც პროექტირება-მშენებლობის პრინციპით მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე კონცეფცია დამუშავდა და საპროექტო დოკუმენტაცია შეთანხმდა. ვფიქრობთ, ჩირუხის ზიპლაინი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პროექტი იქნება საქართველოში"- აღნიშნეს კომპანიაში.
პროექტის ღირებულება 9.3 მლნ ლარია.
დღის ტოპ 10 სიახლე
„ამბასადორი აილენდ ბათუმი” ინოვაციურ პროექტს დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რა გავლენა იქონია ტრამპის სატარიფო პოლიტიკამ ქართული კომპანიების აქციებზე - ლაშა ქავთარაძის შეფასება
მზად ვართ ბიზნეს ვესაუბროთ შეღავათებზე, რომ ექსპორტის წილი კიდევ უფრო გაიზარდოს - შოთა ბერეკაშვილი
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები