ანანასის იმპორტი რეკორდულ მაჩვენებელზეა
2024 წლის შვიდ თვეში ქვეყანამ 60%-ით მეტი ანანასი იყიდე, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში. საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ივლისში ქვეყანაში 781.06 ტონა ანანასის იმპორტი განხორციელდა, რომლის საერთო ღირებულებამაც 728.08 ათასი დოლარი შეადგინა. 2023 წლის იანვარ-ივლისში კი ქვეყანაში 489.09 ტონა ანანასის იმპორტი დაფიქსირდა.
საქართველოში იმპორტირებული ანანასის 82%-ი თურქეთზე მოდის.
TOP-5 ქვეყანა, სადაც საქართველომ ანანასი იყიდა:
თურქეთი - 665.59 ტონა,
ნიდერლანდები - 68.12 ტონა,
კოსტა-რიკა - 33.60 ტონა,
სომხეთი - 9.60 ტონა,
პერუ - 3.84 ტონა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სტატისტიკით ანანასის იმპორტი საქართველოში ისტორიულ მაქსიმუმზეა.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები