მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიბიზნეს მრჩეველი
შაინენერჯი
flag
AMD 7108.6
0.0142
flag
AZN 1.6078
-0.0013
flag
CNY 38.038
0.0012
flag
EUR 3.0861
-0.0123
flag
GBP 3.6838
-0.0089
flag
KZT 53.79
0.0036
flag
TRY 0.0699
-0.0001
flag
USD 2.7342
-0.0007
flag
AMD 7108.6
0.0142
flag
AZN 1.6078
-0.0013
flag
CNY 38.038
0.0012
flag
EUR 3.0861
-0.0123
flag
GBP 3.6838
-0.0089
flag
KZT 53.79
0.0036
flag
TRY 0.0699
-0.0001
flag
USD 2.7342
-0.0007

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება მიმდინარეობს გეგმაზომიერად - ლევან დავითაშვილი

news image

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი შუა დერეფნის, - აცხადებს  საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, რომელიც დღეს „იმედის დილის“ ეთერში რუბრიკა Business Insider Georgia-ს სტუმარი იყო. მინისტრის თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ეს არის მნიშვნელოვანი საპორტო ინფრასტრუქტურა უშუალოდ საქართველოს ეკონომიკისთვის და ასევე მნიშვნელოვანი პროექტია საქართველოს ლოგისტიკური პოტენციალის მომავალში კიდევ უფრო გამოსაყენებლად. 

„ანაკლიის პორტის განვითარება მიმდინარეობს გეგმაზომიერად. ჩვენ დიალოგი გაქვს ფინალისტკომპანიასთან, რომელთანაც კონკრეტული საკითხების დაზუსტება მიმდინარეობს. დიალოგის პროცესი. ჩვენ იანვარში გვექნება განახლებული წინადადება, და გვინდა მივიღოთ ისეთი წინადადება, რომელიც მაქსიმალურად უპასუხებს ჩვენს მოთხოვნებს და გრძელვადიან ხედვებს. პარალელურად მიმდინარეობს პროექტის სამშენებლო სამუშაოები. ჩვენ გვქონდა საზოგადოებისთვის საკმაოდ დეტალური პრეზენტაცია თუ სად იმყოფება პროექტის სამშენებლო სამუშაოები, ჩვენ გვყავს პროფესიონალი კონტრაქტორი სამშენებლო კომპანია და სამუშაოები მიმდინარეობს ძალიან აქტიურად. 2-3 წელიწადში ამ პროექტის პირველი ფაზის სამუშაოებს დავასრულებთ და პორტს შეეძლება ოპერირება. 

გრძელვადიან პერსპექტივაში ეს იქნება როგორც სატრანზიტო ოპერაციებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საპორტო ინფრასტრუქტურა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს სატრანსპორტო სექტორი ემსახურებოდეს ჩვენი საექსპორტო პოტენციალის ზრდას და პარალელურად უნდა ვიმუშაოთ საქართველოში დამატებითი საწარმოო-სავაჭრო ოპერაციების განვითარებაზე“, - აცხადებს მინისტრი.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა