მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

ამერიკული ბრენდისთვის სანელებლების ხაზი შევქმენით - Waime Spices

news image

სანელებლების მწარმოებელი Waime Spices- დირექტორი გიორგი გოგია Businss Insider Gerogia-თან ამბობს, რომ კომპანიის ერთ-ერთი სამიზნე ბაზარი ამერიკის შეერთებული შტატებია.

კომპანია ერთ-ერთი ამერიკული ბრენდისთვის უკვე ქმნის პროდუქტს და ამ ბაზარზე გასავლელად ემზადება.

სანელებლებივაიმესბრენდით ამ დროისთვის ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, უცხოურ მაღაზიებსა და რესტორნებში იყიდება.

კომპანიამ 2023 წელს უკვე გახსნა პირველი მაღაზია უნგრეთში რომელიც ამ დროისთვის კომპანიის ცენტრალურ საწყობსა და საწარმოს წარმოადგენს.

2023 წელი იყო ძალიან საინტერესო და რთული წელი, კომპანიაში წარმოება არ გაგვზრდია და ექსპორტის მაჩვენებელი შეგვიმცირდა. შეიძლება ითქვას, რომ უმეტესად ადგილობრივი ბაზრის ხარჯზე მოგვიწია მუშაობა და არსებობა“, - ამბობს გიორგი გოგია.

ამასთან, მეწარმე ადგილობრივ ბაზარზე არსებულ პრობლემებზეც ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ მცირე კომპანიებისთვის ქსელური მაღაზიები მიუწვდომელია.

ადგილობრივ ბაზარზე, კომერციულ უძრავ ქონებაზე შეთავაზება ბევრად ნაკლებია, ვიდრე მოთხოვნა, რაც ძალიან ზრდის იჯარის ფასს და შეუძლებელს ხდის პატარა ბრენდებისთვის სავაჭრო ცენტრებში ან ქსელურ მაღაზიაში შესვლას. ამასთან, ბევრმა მაღაზიამ პროდუქტის მიღებაზე უარი გვითხრა, რადგან გვეუბნებიან რომ იმპორტირებულს ანიჭებენ უპირატესობას“, - ამბობს მეწარმე.

ამის გათვალისწინებით კომპანიას მოუწია თავისი არხების მოპოვება და განვითარება უცხოეთში.

ადგილობრივ ბაზარზე კომპანიას მაღაზიაბაზარი ორბელიანზეაგანთავსებული და თვეში ეს ობიექტი 350-400კგ სანელებელს ჰყიდის.

Waime Spices 20018 წელს დაარსდა და მხოლოდ 6 დასახელების სანელებელს აწარმოებდა. ახლა კომპანიის ასორტიმენტი ყოველთვიურად იზრდება.

ასორტიმენტში შეხვდებით როგორც ქართულ ისე უცხოური პროდუქტს, ასევე გვაქვს საკუთარი გემოვნებით და რეცეპტებით შექმნილი სანელებლებიც. კომპანიის ერთ ერთ ძირითად ხაზს ექსპორტი წარმოადგენს და დაარსების დღიდან პროდუქტი ექსპორტზე გაგვაქვს. 2024 წელსაც გეგმაში გვაქვს ევროპაში კიდევ ერთი მაღაზიის გახსნა", - ამბობს გიორგი გოგია.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა