დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ამ პროექტს ვუყურებ ყველაზე იმედიანად, რომელიც მეწარმეების ტრანსფორმაციას მოახდენს - ხიდურელი „აწარმოე საქართველოში“ რეგიონალურ ცენტრებზე

ამ პროექტს ვუყურებ ყველაზე იმედიანად, რომელიც მეწარმეების ტრანსფორმაციას მოახდენს - ხიდურელი „აწარმოე საქართველოში“ რეგიონალურ ცენტრებზე

16-12-2023 11:00:00

„ყველა კარგად დამუშავებული ინიციატივიდან უმეტესობა განხორციელდა, ვერ ვიხსენებ პროექტს, რომელიც გვინდოდა და არ გამოვიდა“ - ამბობს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორი მიხელ ხიდურელი Business Insider Georgia-სთან საუბრისას. მისი თქმით, ინიციატივებთან მიმართებით დიდი მიმღებლობაა, როგორც სამინისტროსგან, ისე მინისტრისგან,  პრემიერ-მინისტრისგან.

„შესაბამისად,  ყველა კარგად დამუშავებული ინიციატივიდან უმეტესობა განხორციელდა. მართლა ვერ ვიხსენებ პროექტს, რომელიც გვინდოდა და არ გამოვიდა. გაგვიმართლა, რომ ინიციატივებთან მიმართებით დიდი მიმღებლობაა, სამინისტროსგან, პირადად მინისტრისგან,  პრემიერ-მინისტრისგან. შესაბამისად,  ყველა კარგად დამუშავებული ინიციატივიდან უმეტესობა განხორციელდა. ვერ ვიხსენებ პროექტს, რომელიც გვინდოდა და არ გამოვიდა.

განხორციელებული პროექტებიდან, ერთ-ერთი ტრანსფორმაციაა საკონსულტაციო ცენტრები, ე.წ „გროუსჰაბები“, რომელიც უკვე გავხსენით ზუგდიდში და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს ემსახურება. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი სერვისების რეალური დეცენტრალიზაცია მოხდება, რეგიონში გაჩნდება საკონსულტაციო ცენტრები, სადაც ადგილობრივი მეწარმე მივა, აბსოლუტურად ციფრულად ჩაუტარებენ დიაგნოსტიკას, შეივსება კითხვარი. შემდეგ მოხდება პრობლემის იდენტიფიცირება - რა სჭირდება მეწარმეს. საკონსულტაციო ცენტრი, ჩვენთან კოორდინაციით დაუგეგმავს მეწარმეს კონკრეტულ მიმართულებებს - იქნება ეს ტრენინგი, ბუღალტერია, ფინანსური აღრიცხვა, მარკეტინგი, ბრენდინგი, გაყიდვები, იგივე „ბუქინგზე“ როგორ განათავსოს ოჯახური სასტუმრო. ნებისმიერი მარტივი თემიდან დაწყებული, რთულით დასრულებული.

თუ მეწარმეს სჭირდება ახალი ლოგო, შეფუთვის გაკეთება 20 ათას ლარამდე ავუნაზღაურებთ ამ თანხას, თუ ჭირდება ბუღალტერიის ტრენინგი და ნებისმიერი საკონსულტაციო მიმართულება ჩვენ დავუფარავთ ამ ხარჯებს. ყველაფერი ეს მოხდება შეგნებულად და გაზომილად. ამ პროექტს ვუყურებ ყველაზე იმედიანად, რომელიც მეწარმეების ტრანსფორმაციას მოახდენს. ამ პროექტის მთავარი მიზანია, რომ მეწარმე აღარ ჩამოვა რეგიონიდან თბილისში და ის ადგილზე მიიღებს საჭირო კონსულტაციას. გვინდა, რომ ეს საკონსულტაციო ცენტრი გახდეს ძლიერი ინსტიტუტი.

მაგალითად, ინგლისში შეფილდის საკონსულტაციო ცენტრი არის მანჩესტერსა და სხვა დიდ ქალაქებზე ბევრად უფრო ძლიერი. გვინდა რომ გაჩნდეს კონკურენცია საკონსულტაციო ცენტრებს შორის, მიუხედავად იმისა, რომ ქოლგა ორგანიზაცია ჩვენ ვართ.  ამას გამოვყოფდი ყველაზე სასიამოვნო პროექტად, რომელიც გვიხარია“, - აცხადებს მიხეილ ხიდურელი.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები