ამ ღონისძიების მთავარი გზავნილია „მშვიდობა და ტურიზმი“, პანელურ დისკუსიებზე, სწორედ ტურიზმის განვითარებისთვის მშვიდობის როლზე იქნება საუბარი - მაია ომიაძე
„დღის განმავლობაში იქნება საინტერესო დისკუსიები, მსოფლიო ტურიზმის ტენდენციებზე. ყოველ წელს ამ ღონისძიებას აქვს მთავარი გზავნილი, რომელიც ჯერ კიდევ გასულ წელს დაანონსდა და ეს არის „მშვიდობა და ტურიზმი“. გაიმართება პანელური დისკუსიები მშვიდობის როლზე ტურიზმის განვითარებაში, თუ რა მნიშვნელობა აქვს მოგზაურებისთვის მშვიდობას, რათა მათ შეძლონ ახალი ქვეყნების აღმოჩენა“, - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი განცხადებით, 27 სექტემბერს მსოფლიო აღნიშნავს ტურიზმის საერთაშორისო დღეს და ეს თარიღი პირველად აღინიშნება საქართველოში.
„1979 წელს, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ დააწესა ეს დღე და მას შემდეგ სხვადასხვა ქვეყანაში აღინიშნება. გასულ წელს ევროპის კომისიამ ჩვენ მოგვცა ხმა და ევროპის კვოტით საქართველოში აღინიშნება. ძალიან მაღალი რანგის სტუმრები არიან საქართველოში, გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის 160 ქვეყნის წარმომადგენლები, მაღალი რანგის სტუმრები, მინისტრები, მათი მოადგილეები. ტურიზმისა და ავიაციის სფეროს პროფესიონალები, ასევე საერთაშორისო მედია“, - აღნიშნა მაია ომიაძემ.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები