მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

აქსესუარების ბრენდი Bowie საბავშვო ხაზის დამატებას გეგმავს

news image

აქსესუარების ბრენდი Bowie-ს დამფუძნებელი სალომე გოგიჩაიშვილი Business Insider Gerogia-თან ამბობს, რომ მალე ახალი საკოლექციო ხაზების დამატებას გეგმავენ.

ერთ-ერთი, საინტერესო და გამორჩეული საბავშვო ხაზი იქნება, რადგან საბავშვო კოლექციაზე გასულ წელს დიდი მოთხოვნა იყო და ბრენდშიც დიდი სურვილი აქვთ, რომ ამ მიმართულებით განვითარდნენ.

„პროდუქციაზე მოთხოვნა უფრო და უფრო იზრდება, რაც ძალიან შესამჩნევი იყო 2023 წელს . რაც უფრო აქტიურად ვართ ჩართულები ამ საქმეში, პირდაპირ პროპორციულად იზრდება მოთხოვნაც.  ვცდილობთ, რომ რაიმე ახალი შევთავაზოთ მომხმარებლებს, რათა პროდუქტებთან მიმართებით დაინტერესება და ცნობადობა გაიზარდოს“, - ამბობს სალომე გოგიჩაიშვილი.

ბრენდი  საოჯახო ბიზნესის კაპიტალით შეიქმნა და უკვე 5 წელია რაც ბაზარზე აქტიურად ოპერირებს და ამ დროისთვის მომხმარებელს საყელოებს, ნაქარგ პერანგებს, სუფრის აქსესუარებს, ბაფთებს, აბრეშუმის შარფებს, თმის სამაგრებსა და ვინტაჟურ ჩანთებს სთავაზობს.

ბრენდში მრავალფეროვანი და მაღალხარისხიანი მასალები აქვთ, რომლის შეძენაც საქართველოში ხდება.

„პროდუქტს ვქმნით ჩვენი დიზაინით, ასევე მომხმარებელს თავადაც შეუძლია აირჩიოს და შემოგვთავაზოს, თუნდაც ჩვენი დიზაინი გადააკეთოს და შეგვიკვეთოს. ძალიან მნიშვნელოვანია, მასალაც, რომლითაც აქსესუარები მზადდება. ამიტომ მასალის შერჩევაც მომხმარებელთან ერთად ხდება. მომხმარებელს სრული თავისუფლება აქვს, რა თქმა უნდა ჩვენს აზარსაც ვუზიარებთ და საბოლოოდ სასურველ შედეგამდე მივდივართ“, - ამბობს ბრენდის დამფუძნებელი.

ბრენდში გაფართოების დიდი სურვილ აქვთ რის გამოც ამ დროისთვის მოლაპარაკებებს აწარმოებენ სხვადასხვა მაღაზიებთან პროდუქციის განთავსებაზე. 

Bowie-ს პროდუქცია განთავსებული აქვს ამერიკულ ონლაინ პლატფორმა  Etsy-ზე, საიდანაც ხდება პროდუქტის სხვადასხვა ქვეყნებში რეალიზება. იმის გათვალისწინებით, რომ პლატფორმა ამერიკულია, უმეტესად მოთხოვნა ამ ბაზრიდანაა.

მომხმარებელს პროდუქტის შეძენა შეუძლია ონლაინ, სოციალური ქსელების საშუალებით ან ვებგვერდით, სადაც დამატებით ინფორმაციასაც გაეცნობიან.

ბაფთების საშუალო ფასი-30 ლარია, საყელოების 55ლარი და თუ მომხმარებელს საკუთარი დიზაინით სურს აქსესუარის დამზადება, ამ შემთხვევაში ფასს დიზაინის სირთულე და ქსოვილი განაპირობებს.

ბრენდი ამ დროისთვის ასაქმებს 6 ადამიანს.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა