მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

ახალი ვენახების გაშენების შემთხვევაში, გვექნება შესაძლებლობა, რომ წარმოება 10 000 ბოთლამდე გავზარდოთ  - „მეღვინეობა მენაბდე“

news image

რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ სადველში  მდებარე ღვინის კომპანია ,,მენაბდე“  წელს მთლიანად ექსპორტზე იქნება ორიენტირებული.  როგორც კომპანიის დამფუძნებელი ილია მენაბდე Business Insider Georgia - თან ამბობს, პროდუქცია გავა აშშ-ში, დანიაში, საფრანგეთსა და სხვა, რასაც სამომავლოდ ახალი ბაზრები დაემატება. 

,,მეღვინეობისთვის წელს რთული სეზონია უამინდობის გამო. შესაბამისად, გეგმა შეგვეცვალა, თუმცა დანაკარგის კომპენსირებას მეტნაკლებად ვახერხებთ. გადავწყვიტეთ, რომ ადგილობრივი ფერმერებისგან შევიძინოთ ყურძენი, რაც შეეხება გადამუშავებას, ჯამში 5 000 ბოთლის ჩამოსხმას ვგეგმავთ. ამასთან კომპანიის გეგმაშია ახალი ვენახების გაშენება და წარმოების გაორმაგება, რაზეც თადარიგს მომავალი სეზონიდან დავიჭერთ. სისტემატურად გვაქვს შეთავაზება და ღვინოებს ვყიდით აშშ-ში, საფრანგეთსა და დანიაში. ჩვენ წარმოებით ჯერჯერობით ამ ბაზრებს ვაკმაყოფილებთ. არის მოთხოვნა გერმანიიდანაც. 

ახალი ვენახების გაშენების შემთხვევაში, გვექნება რეალური შესაძლებლობა, რომ წარმოება 10 000 ბოთლამდე გავზარდოთ, რაც იქნება უმაღლესი ხარისხის პროდუქტი, ამ ნიშას ბოლომდე შევინარჩუნებთ“, - ამბობს ილია მენაბდე. 

შეგახსენებთ, რომ რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ყურძნის კრეფა-დაბინავება დაიწყო. მიმდინარე წელს საპროგნოზო მოსავალი  1500-2000 ტონის ფარგლებშია. მოსავლის დაბინავების პროცესში 40-ზე მეტი კომპანია იქნება ჩართული. რთველი 2023-ის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ქალაქ ამბროლაურში რთველის საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდა. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 1501.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა