მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

აგრომეურნეობა „ოდაში“ ფართოვდება და ბოსტნეულის რეალიზაციას ბათუმში იწყებს

news image

ლანჩხუთში, სოფელ ნიგოითში მდებარე  აგრომეურნეობა ოდაში •Odashi ბოსტნეულს განსხვავებული კონცეფციით აწარმოებს და დედაქალაქსა და რეგიონებს აწვდის.

Business Insider Georgia-თან ინტერვიუში ფერმა „ოდაშის“ დამფუძნებლები ცოლ-ქმარი სალომე კალანდაძე და ირაკლი გიკაშვილი აცხადებენ, რომ ბოსტნეულის რეალიზაცია უკვე ბათუმშიც დაიწყეს და მათი მომხმარებლების რაოდენობა წლიდან-წლამდე იზრდება.

„ჩვენი ბიზნეს მოდელი წარმოადგენს ე.წ. „სმა“- კონცეფციას, რომელიც იშიფრება როგორც „საზოგადოების მხარდაჭერილი აგრომეურნეობა“. ამ მოდელს მრავალი ღირებულება გააჩნია როგორც ჩვენთვის, ასევე ჩვენი მომხმარებლებისთვის, ვისაც ჩვენი საზოგადოების წევრებს ვეძახით. ბრენდი 4 წელია რაც სოფლის მეურნეობის სექტორშია. ჩვენი სურვილი იყო გავმხდარიყავით მომხმარებლის პირადი ფერმერი.

თავიდან დავიწყეთ სიმინდისა და ბოსტნეულის მოყვანის სწავლა. პირველი ორი წელი პრაქტიკულად სწავლაში გავატარეთ და 2022 წლის 31 დეკემბერს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენ ეს საქმე მოგვწონს და ჭიშკრის წინ ხელნაკეთი აბრა დავკიდეთ. ასე შეიქმნა ჩვენი ბრენდი „ოდაში“,- აცხადებენ დამფუძნებლები.

„ოდაში“ მომხმარებლებს პროდუქციის რამდენიმე პაკეტს სთავაზობს. 1200 და 800-ლარიანი პაკეტების შეძენაა შესაძლებელი, ფასი ასევე ითვალისწინებს საქართველოს მასშტაბით წინასწარ განსაზღვრულ მისამართზე ბოსტნეულის მიწოდებას 22-24 კვირის განმავლობაში.

როგორც აგრომეურნეობის დამფუძნებლები ამბობენ, მათი მთავარი მიზანი 100 ოჯახისთვის საუკეთესო ხარისხის ბოსტნეულის მოყვანა და მიწოდებაა. ნაკრების მისაღებად მომხმარებელმა რეგისტრაცია წინასწარ უნდა გაიაროს.

„ჩვენი წევრები თებერვლიდან, წინასწარ იწყებენ პაკეტის ღირებულების განაწილებულ გადახდას 10 თვის განმავლობაში, ხოლო ჩვენ სპეციალურად მათი ოჯახებისთვის მოგყავს ბოსტნეული და მაისის შუა რიცხვებიდან ჩამოგვაქვს თბილისსა და ბათუმში, ერთ ან რამდენიმე ლოკაციაზე, სადაც ჩვენს წევრს შეუძლია მოვიდეს და წაიღოს მისი კუთვნილი პროდუქტი ან გამოიძახოს კურიერი. წინასწარ მიღებული თანხებით ჩვენ ვახერხებთ შეუფერხებლად ვაწარმოოთ მაქსიმალურად ჯანსაღი პროდუქტი. მეორეს მხრივ კი წინასწარ შეგვიძლია განვსაზღვროთ საწარმოო ფართობი და დანაკარგების გარეშე ვიმუშაოთ“, - აცხადებენ ფერმის დამფუძნებლები.

„ოდიშის“ დამფფუძნებლებისთვის 2023 წელი ერთ-ერთი ყველაზე რთული აღმოჩნდა.

„პირველ რიგში, ასეთი ბიზნეს-მოდელით ბოსტნეული არავის მოუყვანია საქართველოში.  ასეთი ტიპის წარმოება ძალიან განსხვავდება სხვა წარმოებისგან, რადგან არც მასობრივია და არც საოჯახო ტიპის წარმოება. სოფლის მეურნეობა ბევრი გამოწვევის წინაშე დგას. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა კი მიწოდების ჯაჭვია. ამ ჯაჭვში ყველაზე მეტ რისკს საკუთარ თავზე ფერმერი იღებს და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ყველაზე ნაკლებ შემოსავალს“, - აცხადებენ ფერმის დამფუძნებლები.

ბრენდისთვის 2024 წელი წარმატებულად დაიწყო, რადგან მათ გააფართოვეს მიწოდების არეალი და პროდუქციის რეალიზაცია ბათუმში დაიწყეს.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა