მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7035.5
-0.0045
flag
AZN 1.6186
-0.0013
flag
CNY 37.677
0.0029
flag
EUR 3.1274
0.0045
flag
GBP 3.6512
0.0035
flag
KZT 52.53
-0.0073
flag
TRY 0.0722
-0.0001
flag
USD 2.7523
-0.0021

„Ads მენეჯერი 500-ზე მეტი ახალი მომხმარებლის მოზიდვაში დაგვეხმარა“ - QooQy Bakery-ის გამოცდილება

news image

QooQy Bakery-ს შექმნის იდეა 2021 წელს გაჩნდა, როდესაც ოთხმა მეგობარმა ერთობლივი ბიზნესის დაწება გადაწყვიტა. მათი შთაგონების წყარო ტკბილეულის სიყვარული და სურვილი იყო, რომ ქართულ ბაზარზე გაჩენილიყო სივრცე ორცხობილების მრავალფეროვანი არჩევანით.

„ყველაფერი ტრადიციული მეთოდებით მზადდება“, - ამბობს ნია ნინუა, გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი და აღნიშნავს, რომ მიზანი ახალი ტიპის საკონდიტროს შექმნა იყო, რომელიც მომხმარებელს მაღალის ხარისხის პროდუქტსა და სერვისს შესთავაზებდა.

 

„პროდუქცია ნებისმიერი ასაკის ადამიანზეა გათვლილი. ორცხობილები, სათითაოდ ხელით ფორმირდება და არა დანადგარით. რაც ავთენტურ გემოს აძლევს ნაწარმს და არტიზანულ სტილს ინარჩუნებს. ცხობა მეტად ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია - გუნდი 24 საათიან პროცესს გადის, იმისთვის, რომ პურმა მაქსიმალურად შეინარჩუნოს გემოვნური თვისებები“, - ამბობს ნია.
 

დღეს QooQy Bakery მომხმარებელს 200-მდე სახეობის არტიზანულ პურ-ფუნთუშეულს, ლანჩ-პროდუქტებს, კრემიან დესერტებს, ტორტებს, ორცხობილების მრავალფეროვან არჩევანსა და ათამდე სახეობის ყავას სთავზობს.

 

„ჩვენი პურები ბუნებრივ საფუარზეა დამზადებული,  ქერქი ხრაშუნა, გული კი ფოროვანი და ფაფუკია. ამ მეთოდს ჩვენი წინაპრებიც იყენებდნენ, ვიდრე ბაზარზე მარტივი და არაჯანსაღი საფუარი გამოჩნდებოდა. ბუნებრივ საფუარზე დამზდებული პური უფრო გემრიელი და სასარგებლოა. გვაქვს როგორც სამარხვო, ასევე ვეგანური პროდუქცია“.

 

როგორც ნია ამბობს, თანდათანობით მომხმარებლები გააქტიურდნენ და ხარისხიან პროდუქტებზე მოთხოვნაც გაიზარდა. კიდევ უფრო მეტი მომხმარებლის შესაძენად კი ახლახან QooQy Bakery-მ საქართველოს ბანკის Ads მენეჯერის მეშვეობით ბიზნეს შეთავაზება შექმნა, რაც მოკლე პერიოდში 500-ზე მეტი მომხმარებლის მოზიდვაში დაეხმარა.

 

ციფრული მიმართულების განვითარება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. საქართველოს ბანკის Ads მენეჯერი კი არის ძალიან დახვეწილი და მაქსიმალურ შედეგზე ორიენტირებული, შესაბამისად, ჩვენ მას აუცილებლად გამოვიყენებთ“, - ამბობს ნია ნინუა.

სამი წლის წინ დასახული მიზანი - QooQy ქართველი მომხმარებლების ყოველდღიურობის ნაწილი გამხდარიყო, მიღწეულია. დღეს QooQy Bakery ყოველდღიურად ასობით ადამიანს ემსახურება, ბაზარზე ოთხი ფილიალითაა წარმოდგენილი, სამომავლოდ, დედაქალაქის გარდა, ბათუმშიც გეგმავენ ფილიალის დამატებას, ასევე იგეგმება პურის წარმოების გაფართოება და ქსელური მაღაზიების ათვისებაც.

„ვაპირებთ უნიკალური რეცეპტებით შექმნილი ტკბილეულის წარმოებას, რომელთა ანალოგიც ჯერჯერობით ქართულ ბაზარზე არ არის. რაც შეეხება ინოვაციურ ნაწილს, ვფიქრობთ, ვებ-გვერდზე ჩავაშენოთ ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოები, რათა მომხმარებელს პროდუქციის შერჩევა გაუადვილდეს. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენი პროდუქტების შეძენა შესაძლებელია როგორც ადგილზე, ასევე ვებ-გვერდზე და მიწოდების სერვისის აპლიკაციების მეშვეობით. ჩვენთან შეკვეთის განთავსება შესაძლებელია 24 საათის განმავლობაში”, - ამბობს ნია ნინუა.

საქართველოს ბანკის განახლებული Ads მენეჯერი კი ახლა კიდევ უფრო ეფექტიანად ეხმარება ბიზნესებს სამიზნე აუდიტორიასთან დაკავშირებაში. უახლესი ფუნქციონალებითა და გამარტივებული ინტერფეისით, საქართველოს ბანკის შეთავაზებების პლატფორმა ბიზნესებს აძლევს შესაძლებლობას, საკუთარი შეთავაზება წარადგინონ საქართველოს ბანკის იმ პლატფორმებზე, რომლებსაც 1 500 000 მომხმარებელი იყენებს. გარდა ამისა, 30 სექტემბრამდე ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ, შექმნან 10-ჯერ მეტი პლუს ქულის შეთავაზება, რომლის ხარჯსაც AmEx და საქართველოს ბანკი დაფარავენ. 

გაიგეთ მეტი Ads მენეჯერზე ამ ბმულიდან, ხოლო თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის მომხმარებელი, გახსენით ბიზნეს ანგარიში მარტივად ონლაინ.

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა