მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

ადგილობრივი ბაზრის 70%-ს ვფარავთ - „ჰერბიას“ დამფუძნებელი წელს აჯამებს

news image

კოვიდპანდემიის შემდგომ პერიოდში ჩვენი გაყიდვები ყოველწლიურად 35-40%-ის ფარგლებში იზრდება, იგივე ტენდენცია შენარჩუნდა 2023 წელსაც. ვფიქრობთ, რომ თუ გავითვალისწინებთ გეოპოლიტიკურ ვითარებას და კლიმატურ ცვლილებებს,  2023 წელი კომპანიისთვის ცუდი არ ყოფილა, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს „ჰერბიას“ დამფუძნებელმა ზურაბ ჯანელიძემ განიცხადა.

მისი თქმით, ამ დროისთვის კომპანიის მთავარი პრიორიტეტი ადგილობრივი ბაზარია.

„ჩვენ ექსპორტზე გასასვლელად ჯერ კიდევ პანდემიამდე ვემზადებოდით, მაგრამ იმდენად გაიზარდა ადგილობრივ ბაზარზე ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნა, რომ უცხოეთში გასატანად მარაგები არ გვრჩება და ეს ტენდენცია გრძელდება დღემდე. ვიდრე ქართულ ბაზარს 100%-ით არ ავითვისებთ, ევროპაში ექსპორტზე არ ვიფიქრებთ. ამ დროისთვის ადგილობრივი ბაზრის 70%-ს ვფარავთ.

ყოველ წელს გაყიდვების ზრდას 35-40%-ის ფარგლებში ვახერხებთ. ეს იმას ნიშნავს, რომ მთელი საწარმოო ჯაჭვი ამ მოცულობით იზრდება. ეს გულისხმობს პროდუქციის მოყვანას, მოვლა-შენახვას, შეფუთვას, ტრანსპორტირებასა და ლოგისტიკის საკითხებს“, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.

თუმცა ამავდროულად, „ჰერბია“ აქტიურად მონაწილეობს გლობალურ ბაზრებზე, რაც ცნობადობის ამაღლებისა და სამომავლოდ ექსპორტზე დაწინაურების კუთხით მნიშვნელოვანია.

,,სახელმწიფოს მხრიდან დარგს დიდი ხელშეწყობა აქვს და მაქსიმალურად გვეხმარებიან, რომ საერთაშორისო გამოფენებზე წარვდგეთ. ახალი კონტრაქტების გასაფორმებლად და პარტნიორების მოსაზიდად ეს უნიკალური საშუალებაა.  როდესაც ექსპორტს ვახორციელებდით, გამოფენებში მონაწილეობა ძალიან გვეხმარებოდა. სამომავლოდ ამ ნიშასაც დავიბრუნებთ, როცა რეზერვების შექმნის შესაძლებლობა გაჩნდება, ექსპორტსაც განვაახლებთ, რადგან ევროპის ბაზრებიდან საკმაოდ დიდი მოთხოვნაა. ამჟამად ჩვენთვის  პრიორიტეტი ადგილობრივი მოსახლეობაა და მერე უკვე გარე ბაზრებზე გასვლა“, - აცხადებს ზურაბ ჯანელიძე.

ჰერბია Global Gap სერტიფიკატის მქონე კომპანიაა, რომელსაც სასუქის გამოყენების გარეშე მოჰყავს მწვანილი და ბოსტნეული. კომპანია ახდენს წარმოებული პროდუქციის დაფასოებას და დისტრიბუციას საქართველოს სხვადასხვა სავაჭრო ქსელში. ჰერბიამ საქმიანობა დაიწყო 2006 წელს და მას შემდეგ ძალიან მალე გახდა უმაღლესი ხარისხის სათბურში მოყვანილი მწვანილის და ბოსტნეულის ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელი და პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელმაც დაიწყო პროდუქციის დაფასოება. ჰერბიას სათბურები წყალტუბოში 3 ჰექტარზეა გაშენებული, კომპანიას მოწყობილი აქვს საწყობი-მაცივარი და დასაფასოებელი საამქრო, რომლებიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკითა და საწარმოო ხაზებით.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა