მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

ADB-ის პრეზიდენტის პოსტი მასატო კანდამ დაიკავა

news image

 

მანილა, ფილიპინები (24 თებერვალი 2025) — დღეს მასატო კანდამ ოფიციალურად დაიკავა აზიის განვითარების ბანკის მეთერთმეტე პრეზიდენტის თანამდებობა.  

“ჩემთვის დიდი პატივია გავხდე ADB-ის პრეზიდენტი ჩვენი რეგიონისთვის ასეთ მნიშვნელოვან დროს,” განაცხადა მასატო კანდამ. “ჩვენი 69 წევრი ქვეყნის ნდობითა და ჩვენი ერთგული თანამშრომლების თანადგომით, მზად ვარ შემდგომ საფეხურზე ავიყვანო ADB-ის მისია მდგრადი, მრავალმხრივი და მედეგი ეკონომიკური ზრდის ხელშესაწყობად. ერთმანეთის თანადგომით შევძლებთ გავუმკლავდეთ განვითარების კრიტიკულად მნიშვნელოვან გამოწვევებს და უზრუნველვყოფთ, რომ ADB დარჩეს რეგიონში სასურველ პარტნიორად.”

მასატო კანდა გააგრძელებს წინამორბედის, მასაცუგუ ასაკავას მემკვიდრეობას —სრულყოფილებისკენ სწრაფვისა და ინოვაციების გზას. საერთაშორისო ფინანსებსა და განვითარების პოლიტიკაში თითქმის ორმოცწლიანი გამოცდილების მქონე კანდა აღიარებულია თავისი წინდახედული ლიდერობითა და გადამწყვეტი ჩარევებით ბაზრის არასტაბილურობის პერიოდებში. იაპონიის საერთაშორისო ურთიერთობების ფინანსების ვიცე-მინისტრობის დროს მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ინოვაციური ფინანსური გადაწყვეტილებებისა და პოლიტიკის აღრულებაში, რამაც ბაზრების სტაბილიზებას შეუწყო ხელი.  

“მასატო კანდას ADB-ში მოაქვს მდიდარი გამოცდილება და ახალი პერსპექტივები. მისი გამოცდილება რთული ფინანსური გამოწვევების დაძლევასა და საერთაშორისო თანამშრომლობაში მას იდეალურ ლიდერად აქცევს გაგვიძღვეს საერთო საქმეში, რომელშიც ვეყრდნობით ჩვენს ძლიერ მხარეებს და ვიყენებთ ახალ შესაძლებლობებს,” განაცხადა ADB-ის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ ფაბიო პანეტამ. “დარწმუნებული ვარ, რომ მისი ხელმძღვანელობით ADB ჩვენი განვითარებადი წევრი ქვეყნებისთვის მიიღებს მიზანმიმართულ და შედეგიან გადაწყვეტილებებს.”

“მზად ვარ, გამოვიყენო ჩვენი ორგანიზაციის კოლექტიური ექსპერტიზა და მჭიდროდ ვითანამშრომლო ჩვენს პარტნიორებთან, რათა შევუწყო ხელი გარდამტეხ ცვლილებებს, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება,” დასძინა მასატო კანდამ თავის ახალ თანამდებობაზე საუბრისას. “ძალისხმევას მივმართავთ რეალური შედეგების მომტან პრაქტიკულ ქმედებებზე, რათა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი მხარდაჭერა უზრუნველყოფს ადამიანების ცხოვრების ხანგრძლივ გაუმჯობესებას აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში.”

მასატო კანდას პრეზიდენტის თანამდებობაზე დანიშვნა ხაზს უსვამს ADB-ის მუდმივ ევოლუციას და აღებულ ვალდებულებას, დააკმაყოფილოს განვითარებადი წევრი ქვეყნების სწრაფად ცვალებადი საჭიროებები. ვინაიდან ბანკი სტრატეგიული განვითარების ახალ ფაზაში გადადის, მისი მმართველობა დაემყარება ADB-ის ძლიერ მემკვიდრეობას და უზრუნველყოფს ინსტიტუციის მზადყოფნას მომავალი გამოწვევებისა და შესაძლებლობებისთვის.  

ADB-ის მმართველთა საბჭომ მასატო კანდა პრეზიდენტად ერთხმად აირჩია, რაც აჩვენებს საბჭოს ღრმა რწმენას, რომ ის შეძლებს ბანკის სწორი მიმართულებით წაყვანას მნიშვნელოვანი ცვლილებების დროს. რთული ეკონომიკური პოლიტიკის მართვასა და მულტილატერალურ გარემოში მუშაობის მისი ხანგრძლივი გამოცდილება შეუფასებელი იქნება ორგანიზაციაში, რომელიც განაგრძობს სწრაფად ცვალებად გლობალურ გარემოსთან ადაპტირებას.  

ADB არის წამყვანი მრავალმხრივი განვითარების ბანკი, რომელიც მხარს უჭერს მდგრად, ინკლუზიურ და მედეგ ეკონომიკურ ზრდას აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში. ADB მუშაობს რა წევრ ქვეყნებთან და პარტნიორებთან ერთად კომპლექსური გამოწვევების დასაძლევად, ეყრდნობს ინოვაციურ ფინანსურ ინსტრუმენტებს და სტრატეგიულ თანამშრომლობას, რათა გარდაქმნას ადამიანების ცხოვრება, შექმნას ხარისხიანი ინფრასტრუქტურა და დაიცვას ჩვენი პლანეტა. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაციის მფლობელია 69 წევრი ქვეყანა, მათ შორის 49 რეგიონიდანაა წარმოდგენილი.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა