მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

აჭარის მთავრობის სხდომაზე ბათუმში მიმდინარე და დაგეგმილი მასშტაბური პროექტები განიხილეს

news image

აჭარაში ბიუჯეტის ზრდასთან ერთად, პროპორციულად იზრდება ყველა მუნიციპალიტეტის დაფინანსება და ბათუმის დაფინანსება, როგორც მზარდი, დინამიკური ქალაქის,  არის ყველაზე დიდი, 200 მლნ ლარზე მეტი.

აჭარის  მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების პარალელურად არსებობს გამოწვევები, რომელთა აღმოფხვრაზეც მთავრობა აქტიურად მუშაობს.

,,იცით რომ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა ბათუმში. გვაქვს გამოწვევებიც. ამ მიმართულებითაც აქტიურად ვმუშაობთ მუნიციპალიტეტთან ერთად. ერთ- ერთი დიდი გამოწვევა გახლავთ ავარიული სახლები. ამ მიმართულებით, საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით ,,ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ პროექტი წარმატებით განხორციელდა. 4 მისამართზე უკვე დასრულდა თანამედროვე საცხოვრებლის მშენებლობა.  ასევე, აქტიურად მიმდინარეობს გამაგრებითი სამუშაოები ძველი ამორტიზებული შენობების და უკვე 1000 ზე მეტი ჩვენი თანაქალაქელი, მათი ოჯახი უსაფრთხოს აგრძელებს ცხოვრებას. იცით რომ ჯამში ჩვენ უნდა შევძლოთ 3000- ზე მეტი ოჯახისთვის ცხოვრების პირობების გაუმჯობესება“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ქალაქის განვითარებასთან ერთად გამოწვევად იქცა გაზრდილი ნაკადები ქალაქში. შესაბამისად, საცობებმა შექმნა დისკომფორტი, რომელიც რამდენიმე კვირაში  შემოვლითი გზის გახსნით მინიმუმამდე იქნება დაყვანილი.

ასევე, ახალ საპარკინგე სივრცეებზე გაზრდილი  მოთხოვნის შესაბამისად, მთავრობის გადაწყვეტილებით, ბათუმის სტადიონზე არსებული საპარკინგე სივრცე 1000-ზე მეტი ავტომობილისთვის სექტემბრის ბოლომდე უფასოდ იქნება დათმობილი.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა