მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

აჭარის მთავრობა შშმ პირების და მათი მშობლების, ძალადობის მსხვერპლი და სხვა საჭიროების მქონე პირების მქონე პირების სოციალური დახმარების მნიშვნელოვან გაზრდას გეგმავს

news image

 დღეს გამართულ აჭარის მთავრობის სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ისაუბრა გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაგეგმილ პროგრამებზე. 

 ქალთა საერთაშორისო და დედის დღესთან დაკავშირებით, 2008 წლის რუსული აგრესიისა და ავღანეთის სამშვიდობო მისიის (2007-2021წწ) დროს დაღუპულ, ასევე, დაზიანების შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე მეომართა ოჯახების დაფინანსების ბიუჯეტი 62,5%-ით, კერძოდ 322, 000 ლარით გაიზარდა. 

 ,,ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გაიზარდა ერთჯერადი მატერიალური დახმარება ომის შედეგად დაღუპული ოჯახებისთვის და შესაბამისად, წელს, მათ გაეწევათ 5000 ლარიანი დახმარება. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ აგვისტოს ომის შედეგად დაღუპულ გმირების ოჯახებსაც შესაბამისად, გაეზარდათ ერთჯერადი მატერიალური დახმარება და რა თქმა უნდა, მომავალშიც გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მათ მხარდაჭერას" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. 

 აღნიშნული პროგრამის ბიუჯეტი 515,000 ლარს შეადგენს. დედისა და ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მატერიალური დახმარება 1000 ლარის ნაცვლად 5000 ლარი გახდება, ხოლო აგვისტოს თვეში ერთჯერადი მატერიალური დახმარება გაეწევა მეომრების ოჯახებს - თითოეულს 10 000 ლარის ოდენობით. 

 მთავრობის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ გაფართოვდა ჯანდაცვის პროგრამებით მოსარგებლეთა რაოდენობა და მნიშვნელოვანია, რომ რეგიონის თითოეულ მაცხოვრებელს ჰქონდეს შესაძლებლობა პრაქტიკულად უფასოდ მიიღოს სამედიცინო მომსახურება.

 ,, დაფინანსება იზრდება ყველა მიმართულებით. მოგეხსენებათ, რომ გაიზარდა უშვილობის პროგრამის ბიუჯეტი და სასიხარულოა, რომ წელს ამ პროგრამის ფარგლებში 16 ახალშობილი დაიბადა. შშმ პირები ნაცვლად 18 წლისა - 25 წლამდე ისარგებლებენ პრაქტიკულად სრულად უფასო სამედიცინო მომსახურებით, ასევე გაორმაგდება, გაიზრდება ძალადობის მსხვერპლი პირების, მათი ოჯახების მხარდაჭერა. გაიზრდება ახალშობილი ტყუპების დაფინანსება. პროგრამები რომლების განხორციელდა ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებით ქმნის საკმაოდ კარგ მოცემულობას მაგრამ მინდა თამამად აღვნიშნო და ვთქვა, რომ ჩვენ ამ მოცემულობაზე არ გავჩერდებით, გავაგრძელებთ კიდევ უფრო მეტი სიახლის შემოტანას და ასევე ბიუჯეტის კორექტირებას. ვგეგმავთ, რომ გაიზარდოს როგორც იმ პირთა წრე, რომლებიც სარგებლობენ აჭარის ჯანდაცვის შესაბამის პროგრამებით, ასევე, კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს სოციალური დაცვა. შესაბამისად, ჩვენთვის ყველასთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ ჩვენს მაცხოვრებელს ჰქონდეს შესაძლებლობა ჯანმრთელობის პრობლემის შემთხვევაში პრაქტიკულად უფასოდ მიიღოს სამედიცინო მომსახურება რეგიონში და ამ მიმართულებით, მომავალში აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა