მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

 აჭარაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 64%-ითაა გაზრდილი 

news image

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე მიმდინარე წელს დაგეგმილი პროექტები განიხილეს.
ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე, განკარგულების ფარგლებში ბიზნესის ხელისშემწყობი ღონისძიებების შესახებ იმსჯელეს.
აღსანიშნავია, რომ 2023 წლის წინასწარი მონაცემებით აჭარაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელმა 96.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 64%-ით აღემატება.
სხდომაზე საბჭოს წევრებმა განიხილეს 2023 წლის აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების პარამეტრები. მნიშვნელოვანია, რომ 2023 წელს აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობებმა 542 მილიონ ლარს გადააჭარბა.
ასევე, სხდომაზე განიხილეს მუნიციპალიტეტებში მიმდინარე პროექტების ეფექტიანობა. აღინიშნა, რომ მუნიციპალიტეტების მიერ 2023 წელს მაქსიმალურად იყო ათვისებული როგორც კაპიტალური, ასევე სპეციალური ტრანსფერების ფარგლებში გათვალისწინებული თანხები და ყველა მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა