მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

აჭარაში ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე გრძელი, ორზოლიანი ზიპლაინის პროექტი დასკვნით ეტაპზეა

news image

აჭარაში ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე გრძელი, ორზოლიანი ზიპლაინის პროექტი დასკვნით ეტაპზეა. მასშტაბური, უპრეცედენტო ინფრასტრუქტურული პროექტი ჩირუხის მთაზე ხორციელდება და საბოლოო ჯამში "არწივის ბუდის" დიზაინით, არანაკლებ 1 789 მეტრი სიგრძის ზიპლაინის ​მშენებლობას ითვალისწინებს, რომელსაც პანორამული ხედი ხეობაზე ექნება. ზედა სადგური ზღვის დონიდან 2445 მეტრ სიმაღლეზე განთავსდა.

როგორც Business Insider Georgia-ს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განუცხადეს, ზიპლაინის ქვედა სადგურში კი ტურისტულ-ვიზიტორთა ცენტრი იფუნქციონირებს. საპროექტო არეალი დაახლოებით 3500 კვ.მ ტერიტორიას მოიცავს. შენობაში კაფეტერია და ტერასა მოეწყობა. ორივე სადგურთან პარკინგი, ველოსადგომები და შესაბამისი განათებები განთავსდება.

პროექტის ღირებულება 9.3 მლნ ლარია. ამ ეტაპზე ბაგირი გაჭიმულია, დასრულებულია ქვედა და ზედა სადგურის მშენებლობა და მიმდინარეობს მოპირკეთება.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე გრძელი ზიპლაინის მშენებლობის მიმდინარეობას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან ჯაბა ფუტკარაძესთან ერთად გაეცნო.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა