დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
აბასთუმანში მდებარე სასტუმრო ,,კაპა" იყიდება

აბასთუმანში მდებარე სასტუმრო ,,კაპა" იყიდება

23-08-2023 12:00:58

კურორტ აბასთუმანში მდებარე სასტუმრო ,,კაპა" იყიდება. სასტუმრო კომპლექსმა მუშაობა 2018 წელს გააჩერა, რასაც პანდემიური პერიოდი დაემთხვა და ფუნქციონირება შეწყვიტა. სასტუმროს მფლობელი ბიზნესმენი გოჩა კაპანაძე იყო. ბიზნესმენის ქვრივი ნატო ახალაძე, რომელიც ,,კაპას" ერთ-ერთი მემკვიდრეა, აღნიშნულთან დაკავშირებით Business Insider Georgia -თან ამბობს, რომ რამდენიმე მხარის მიერ გამოიკვეთა ინტერესი , თუმცა რეალიზაციის საკითხი ვერ მოგვარდა ობიექტური მიზეზის გამო.

,,ჩემი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ვეღარ მოვახერხეთ ბიზნესის მართვა, იყო გარკვეული პრობლემები, რამაც ხელი შეგვიშალა. მომგებიანი ბიზნესი იყო და იმედია, ინვესტორი ქონებით დაინტერესდება. ,,კაპას" ბრენდის ქვეშ არსებულ ორივე შენობას და მთელ ტერიტორიას ვყიდით. 2018 წლიდან არ გვიმართია სასტუმრო, პანდემიური პერიოდი დაემთხვა და მერე ვეღარ გავაგრძელეთ საქმიანობა", - ამბობს ნატო ახალაძე.

სასტუმრო ''კაპა'' მდებარეობს უძველეს კურორტ აბასთუმანში, რომელიც განსაკუთრებული კლიმატური პირობებით გამოირჩევა.

ქონება 1,5 მილიონ დოლარად არის შეფასებული.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები