მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

6 თვეში ექსპორტში 20%-იანი ზრდა გვაქვს - „ჩელთი“

news image

იანვარ-ივნისში ექსპორტში 20%-იანი ზრდა გვაქვს, ასევე ღვინის გაყიდვები გაიზარდა ადგილობრივ ბაზარზე,- ამის შესახებ Business Insider Georgia-ს „ჩელთის“ კომერციულმა დირექტორმა ანა მირიანაშვილმა განუცხადა.

„2024 წლის პირველი 6 თვე მნიშვნელოვანია იმითაც, რომ შევედით რამდენიმე ახალ ქვეყანაში. ასევე კომპანიის პროდუქცია აქტიურად იყო წარმოდგენილი გამოფენებზე. ვიყავით გერმანიაში, ჩინეთში, აშშ-ში. წლის ბოლომდე კიდევ გვაქვს დაგეგმილი ბევრი ღონისძიება“, - განაცხადა ანა მირიანაშვილმა.

2024 წლის მთავარი სიახლეა ის,რომ მეღვინეობა „ჩელთი“ თურქეთის ბაზარზე შევიდა.

კომპანიის კომერციული დირექტორი ანა მირიანაშვილი Business Insider Georgia-სთან ამბობს, რომ კომპანიის ღვინოები თურქეთის ჰორეკა სექტორში გაიყიდება. კერძოდ, მიშლენის ორი ვარსკვლავის მფლობელ რესტორანში.

ასევე „ჩელთის“ ღვინოები წარმოდგენილი იქნება სხვა რესტორნების ქსელებშიც.

როგორც ცნობილია, მეღვინეობა „ჩელთის“ საუკუნოვანი ისტორია აქვს. 1905 წლიდან ოჯახი ტრადიციას აგრძელებს და ღვინოს ტრადიციული და თანამედროვე მეთოდებით აწარმოებს. საოჯახო საქმიანობა კომპანიად 2001 წელს გადაიქცა და დღეს იგი ქართული ღვინის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ბრენდს წარმოადგენს.

ცნობისთვის, მეღვინეობა ,,ჩელთის" ბრენდით 20 დასახელების პროდუქტი - ღვინო და ჭაჭა იწარმოება. კომპანიაში სტაბილურად 15 ადამიანია დასაქმებული, თუმცა გაცილებით მეტია იმ ადამიანების რაოდენობა, რომელსაც ,,ჩელთი" სეზონურ სამუშაოებზე ასაქმებს.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა