დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
6 მარშრუტი თბილისში, საადაც Ramboll-ის რეკომენდაცით საბაგიროები უნდა მოეწყოს

6 მარშრუტი თბილისში, საადაც Ramboll-ის რეკომენდაცით საბაგიროები უნდა მოეწყოს

21-12-2023 18:00:00

თბილისის სატრანსპორტო განვითარების გეგმის მიხედვით, რომელიც დანიურმა საკონსულტაციო კომპანია Ramboll-მა მოამზადა, შეირჩა 6 მარშრუტი თბილისში, საადაც საბაგიროები უნდა მოეწყოს. 

„ქალაქის უნიკალური ტოპოგრაფიიდან გამომდინარე, სადაც უამრავი მოსახლე ქალაქის ცენტრის ზემოთ მთაგორიან ადგილებზე ცხოვრობს, პირდაპირი საბაგირო გზა ყოველთვის უფრო სწრაფი იქნება, ვიდრე ავტობუსები, რომლებსაც უწევთ გრძელი და მიხვეულმოხვეული გზების გამოყენება;

• საშუალოდ, ურბანული საბაგიროებს საათში დაახლოებით 2500-3000 მგზავრის გადაყვანა შეუძლიათ ერთი მიმართულებით (pphpd), რაც იდეალურია თბილისში შემოთავაზებული კონკრეტული დერეფნებისთვის;

• საბაგირო საზოგადოებრივი ტრანსპორტის სუფთა, მწვანე და ემისიების გარეშე ფორმაა, რომელიც თბილისის თანამედროვე, მწვანე და მდგრადი ევროპული ქალაქის ხედვას შეესაბამება; და

• საბაგირო სისტემების აშენება უფრო იაფია, ვიდრე მეტრო ან ტრამვაი, განსაკუთრებით ისეთ რელიეფზე, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის სხვა საშუალებების განვითარება მნიშვნელოვან ტექნიკურ გამოწვევებთანაა დაკავშირებული“,- ნათქვამია დოკუმენტში. 

დოკუმენტის მიხედვით, ურბანული საბაგირო ყველაზე მეტი ზემოქმედების მქონე იქნება შემდეგ ექვს დერეფანზე (დალაგებულია პრიორიტეტის მიხედვით):

• მარშრუტი 1: ისანი – ვაზისუბანი

• მარშრუტი 2: სარაჯიშვილი – ზღვისუბანი

• მარშრუტი 3: ვაჟა-ფშაველა - ნუცუბიძის პლატო

• მარშრუტი 4: დიდი დიღომი - დელისი

• მარშრუტი 5: სადგურის მოედანი – ვარკეთილი

• მარშრუტი 6: სამგორის საბაგიროს რეაბილიტაცია

„AFD-მ დეტალური ტექნიკური ანალიზი და წინასწარი მიზანშეწონილობის კვლევა ჩაატარა მარშრუტებზე 1 და 2. ასევე ჩატარდა დეტალური განხილვები TUDA-სა და ფინანსთა სამინისტროსთან უახლოეს მომავალში ამ ორი ხაზის დაფინანსების შესაძლებლობის შესახებ.

ყველა შემოთავაზებულ მარშრუტზე არსებითია, რომ შემოთავაზებული სადგურებისთვის მიწა და მარშრუტის ხაზები დაცული იყოს ნებისმიერი მომავალი კომერციული ან საცხოვრებელი განაშენიანებისგან“, - მათქვამია დოკუმენტში. 

პასუხისმგებლობა

TUDA პასუხისმგებელი იქნება მიზანშეწონილობის კვლევის ეტაპის წარმართვაზე თბილისის მერიასთან მჭიდრო კონსულტაციებით. ამის შემდეგ „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ პასუხისმგებელი იქნება სატენდერო პროცესზე, პროექტის მშენებლობასა და ზედამხედველობაზე. საბაგირო გზების სისტემის ექსპლუატაცია და ტექნიკური მომსახურება „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ პასუხისმგებლობა იქნება, თუ არ გადაწყდება, რომ ოპერაციები კერძო სუბიექტმა განახორციელოს.

ამ შემთხვევაში, „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ ხელშეკრულებას გააფორმებს კერძო სუბიექტთან. 1 და 2 მარშრუტები სავარაუდოდ AFD-ის მიერ დაფინანსდება სესხის საშუალებით, რადგან მათ მოსამზადებელი სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე შეასრულეს. „თბილისის განვითარების ფონდი“ სასესხო სახსრებს მართავს.

დოკუმენტის თანახმად, ეს პროექტი 2024 - 2034 წლებში უნდა განხორციელდეს, რომელზეც ჯამში, 235,700,000 აშშ დოლარი დაიხარჯება. აქედან 1, 2 და 3 მარშრუტების მიზანშეწონილობის კვლევებზე - 3,000,000 აშშ დოლარი, დეტალური პროექტი და საზოგადოების ჩართვა მარშრუტებისთვის 1, 2 და 3  - 9,100,000 აშშ დოლარი, 1,2 და 3 მარშრუტების მშენებლობა - 129,500,000 აშშ დოლარი, 4 და 5 მარშრუტების მიზანშეწონილობის კვლევები - 2,000,000 აშშ დოლარი, დეტალური პროექტი და საზოგადოების ჩართვა მარშრუტებისთვის 1, 2 და 5 - 6,200,000 აშშ დოლარი, 4 და 5 მარშრუტების მშენებლობა - 87,900,000 აშშ დოლარი, 

80-გვერდიან დოკუმენტში საუბარია იმ ნაბიჯების შესახებ, რაც ურბანული მობილობის გაუმჯობესებისთვის საჭირო. დოკუმენტი ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოსთვის დანიურმა საკონსულტაციო კომპანია Ramboll-მა აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მოამზადა. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები