მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7035.5
-0.0045
flag
AZN 1.6186
-0.0013
flag
CNY 37.677
0.0029
flag
EUR 3.1274
0.0045
flag
GBP 3.6512
0.0035
flag
KZT 52.53
-0.0073
flag
TRY 0.0722
-0.0001
flag
USD 2.7523
-0.0021

23 ოქტომბრის ღონისძიებაზე დასწრების მსურველთა დიდი რაოდენობიდან გამომდინარე, დედაქალაქის ქუჩებში მოსალოდნელია გადატვირთული მოძრაობა

news image

23 ოქტომბრის ღონისძიებაზე დასწრების მსურველთა დიდი რაოდენობიდან გამომდინარე, დედაქალაქის ქუჩებში მოსალოდნელია გადატვირთული მოძრაობა

დედაქალაქში, 23 ოქტომბერს პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო დასკვნითი ღონისძიება გაიმართება, რის გამოც თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა სრულად აიკრძალება. შეზღუდვა 23 ოქტომბრის 00:00 საათიდან ღონისძიების დასრულებამდე იმოქმედებს.

გადაადგილება შეიზღუდება კოტე აფხაზისა და შალვა დადიანის ქუჩებიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებითაც. თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი სატრანსპორტო საშუალებები იმოძრავებენ ბარათაშვილის ქუჩაზე არსებულ პანდუსამდე, ხოლო რუსთაველის გამზირისკენ მიმავალი ავტომობილები - პირველი რესპუბლიკის მოედნამდე; მოძრაობა დასაშვები იქნება გიორგი ლეონიძის, პავლე ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, ალექსანდრე გრიბოედოვის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და რევაზ თაბუკაშვილის ქუჩების დახმარებით; ივანე მაჩაბლის ქუჩაზე შეიცვლება ტრანსპორტის მოძრაობის მიმართულება და ლეონიძის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ასათიანის ქუჩიდან, მაჩაბლის ქუჩის გავლით.

პეტრე მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენ ქუჩებზე მოხვედრას მძღოლები სიმონ ჯანაშიას, ივანე თარხნიშვილის, თამარ ჭოველიძის, მიხეილ ზანდუკელის ქუჩების გავლით, შემდგომ კი, ვასილ ბარნოვის, იაკობ გოგებაშვილისა და პოლიკარპე კაკაბაძის ქუჩების გამოყენებით შეძლებენ; მთაწმინდის რაიონის დანარჩენი ქუჩებიდან მელიქიშვილის გამზირსა და მეტროსადგურ „რუსთაველის“ ტერიტორიაზე მოხვედრა, დასაშვები იქნება ალექსანდრე გრიბოედოვის, კოტე მაყაშვილის, ვასილ ბარნოვისა და აკაკი შანიძის ქუჩების საშუალებით.

მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი კერძო ავტომობილები რუსთაველის გამზირზე, ზეთისხილის ხესთან მოხვევის შემდეგ, შეძლებენ, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დახმარებით გადაადგილდნენ.

ღონისძიებაზე დასწრების მსურველთა დიდი რაოდენობიდან გამომდინარე, დედაქალაქის ქუჩებში მოსალოდნელია გადატვირთული მოძრაობა. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, მაქსიმალურად შეიკავონ თავი კერძო ავტომობილებით გადაადგილებისგან, რათა მგზავრობისას დისკომფორტი არ შეექმნათ.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა