მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7046.3
0.0044
flag
AZN 1.6147
-0.0006
flag
CNY 37.935
-0.008
flag
EUR 3.1012
-0.0207
flag
GBP 3.6495
-0.0173
flag
KZT 53.16
-0.0019
flag
TRY 0.0711
0
flag
USD 2.7456
-0.0011
flag
AMD 7046.3
0.0044
flag
AZN 1.6147
-0.0006
flag
CNY 37.935
-0.008
flag
EUR 3.1012
-0.0207
flag
GBP 3.6495
-0.0173
flag
KZT 53.16
-0.0019
flag
TRY 0.0711
0
flag
USD 2.7456
-0.0011

2027 წლისთვის საქართველოში მოცვის წარმოება დაახლოებით 25 მლნ კილოგრამს მიაღწევს - გალტ & თაგარტი

news image

მოცვის წარმოება საქართველოში 2019-23 წლებში 8.5-ჯერ გაიზარდა 4.0 მილიონ კგ-მდე. ზრდა განაპირობა სამთავრობო და დონორების პროგრამებმა. ამის შესახებ  ნათქვამია მიმოხილვაში „ლურჯი მოცვის ბიზნესი საქართველოში“, რომელიც გალტ & თაგარტმა მოამზადა. 

მიმოხილვის თანახმად, 2022 წელს მოცვის გაშენებულმა ფართობმა 2,000 ჰექტარს მიაღწია.

მოცვის ბაღები გაშენების მე-2 წლიდან უკვე იძლევიან გარკვეულ მოსავალს, თუმცა მაქსიმალური მოსავლიანობა 4-7 წელში მიიღწევა.

IBO-ს შეფასებით, საქართველოში მოცვის მოსავლიანობა ჰექტარზე 14.5 ტონაა. შესაბამისად, ამჟამინდელი გაშენებული ფართობის გათვალისწინებით, სხვა ბაღების დამატების გარეშეც კი, 2027 წლისთვის საქართველოს მოცვის წარმოება დაახლოებით 25 მილიონ კგ-ს მიაღწევს.

მოცვის წარმოება საქართველოში

ყველაზე დიდი რაოდენობის მოცვის ბაღები სამეგრელოშია გაშენებული და ამ რეგიონზე ჯამური გაშენებული ბაღების ფართობის ნახევარი მოდის. 

ყველაზე ადრე მოსავალი მოდის იმერეთში და გურიაში, ხოლო სამეგრელოში ყველაზე დიდხანს გრძელდება მოსავლის აღება. 

სოფლის განვითარების სააგენტოს მიხედვით, მოცვის ბაღების საშუალო ინვესტიცია 1 ჰექტარზე 30.9 ათას ლარს შეადგენდა 2017-22 წლებში, ხოლო 2022 წელს საშუალო საინვესტიციო ღირებულება გაიზარდა ჰექტარზე 33.3 ათას ლარამდე.

მოცვის ექსპორტი

2023 წელს მოცვის ექსპორტიდან შემოსავალი გაორმაგდა და 18.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა . 

საქართველოდან მოცვის ექსპორტი დაიწყო 2019 წელს და ყოველწლიურად ორმაგდებოდა როგორც რაოდენობრივად, ასევე თანხობრივად. 2023 წლის 7 თვის მონაცემებით, მოცვის ექსპორტმა 18.2 მლნ აშშ დოლარი და 3.0 მლნ კგ შეადგინა, რაც 2.1-ჯერ აღემატება წინა წლის მაჩვენებლებს.

მოსავლის აღების სეზონიდან გამომდინარე, საექსპორტო თვეები 2023 წელსაც ივნისი და ივლისი იყო. საშუალო საექსპორტო ფასი ივნისში იყო კგ-ზე 6.3 აშშ დოლარი, ხოლო ივლისში კგ-ზე 5.5 აშშ დოლარი. აღნიშნული თვიური კლება გლობალური ტენდენციებიდან გამომდინარეობს (იხ. გვერდი 8). 

მოცვის ექსპორტის უმეტესი ნაწილი (ჯამური ღირებულების 91.7%) გავიდა რუსეთში 2023 წლის 7 თვეში. დანარჩენი 8.3%-დან 3.0% გავიდა სომხეთში, 2.3% ევროკავშირის ქვეყნებში (პოლონეთი, ნიდერლანდები, გერმანია), 1.9% არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში და 1.1% სხვა ქვეყნებში.

მოცვის ფასები

საქართველოში ლურჯი მოცვის საბითუმო ფასები 2023 წელს 20 ლარით დაიწყო და 5.5 ლარამდე შემცირდა.

ლურჯი მოცვის ფასი როგორც საბითუმო, ასევე საცალო ბაზარზე, მკვეთრად სეზონურია. 2023 წლის 2 ივნისის კვირაში ფასი იყო 20 ლარი/კგ-ზე, ივლისის ბოლოს ფასი კგ-ზე 5.5 ლარამდე ჩამოვიდა. მოცვის ფასზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს მიწოდების რაოდენობას, მოთხოვნას როგორც ადგილობრივი ასევე საექსპორტო ბაზრებიდან, ვალუტის კურსს და გლობალურ ტენდენციებს.  2023 წლის დაბალი ფასი (წინა წლებთან შედარებით) ნაწილობრივ ლარის გამყარებითაც აიხსნება.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა