მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

2026 წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ახალი ასაფრენ/დასაფრენი ბილიკი ექნება

news image

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ასაფრენი/დასაფრენი ბილიკის მშენებლობა 2026 წლისთვის უნდა დასრულდეს. ამის შესახებ „სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მოხსენებაშია“ აღნიშნული, რომელიც 2023 წლის ივნისიდან - 2024 წლის მაისამდე პერიოდს მოიცავს. დოკუმენტის მიხედვით, დასრულდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და  მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის პროექტირების სამუშაოები. „ამჟამად  მიმდინარეობს ბაზრის კვლევა სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის მიზნით, რომლის საფუძველზეც გამოცხადდება შესაბამისი ტენდერი. სამშენებლო სამუშაოების დაწყება იგეგმება 2024 წელსვე, ხოლო მთლიანი პროექტის საბოლოო დასრულება 2026 წელს.

2024 წლის მაისში დასრულდა საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA)  ექსპერტების მიერ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების გენერალურ გეგმაზე  მუშაობა. კვლევა და შეფასებები მოიცავს აეროპორტის ტერმინალის, სამიმოსვლო ბილიკებისა  და აეროპორტის ტერმინალის, ასაფრენ-დასაფრენი ზოლის, ბაქანის, სამიმოსვლო ბილიკებისა  და აეროპორტის სხვა ინფრასტრუქტურის ახლანდელს მდგომარეობას; მოკლე, საშუალო და  გრძელვადიანი მგზავრთნაკადისა და საჰაერო ხომალდების მოძრაობის პროგნოზებს;

აეროპორტის ტერმინალისა და აეროდრომის (მათ შორის, ასაფრენ-დასაფრენი ზოლის,  სამიმოსვლო ბილიკები, ბაქანი) განვითარების შესაძლო სცენარების შემუშავებასა და  შეფასების საფუძველზე საუკეთესო ალტერნატიული ვარიანტის შერჩევას.

ამასთან, დასრულდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და  მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის პროექტირების სამუშაოები. ამჟამად  მიმდინარეობს ბაზრის კვლევა სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის მიზნით, რომლის საფუძველზეც გამოცხადდება შესაბამისი ტენდერი. სამშენებლო სამუშაოების დაწყება იგეგმება 2024 წელსვე, ხოლო მთლიანი პროექტის საბოლოო დასრულება 2026 წელს.

2024 წლის დასაწყისში დასრულდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ავტოსადგომის გაფართოების სამუშაოები, რამაც ჯამში ავტოსადგომზე ადგილების რაოდენობა 700-ამდე  გაზარდა. 2023 წლის ბოლოს ხელი მოეწერა „ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის თვითმფრინავების  სადგომი ბაქნის რეკონსტრუქციისა და სადგომების სქემის შეცვლის სამშენებლო სამუშაოების შესახებ ხელშეკრულებას“, მშენებლობა დასრულდება მიმდინარე წელს. ამასთან, არსებული  საჰაერო სატვირთო პოტენციალის ათვისების მიზნით, 2023 წელს ხელი მოეწერა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, მცირე ზომის სატვირთო ტერმინალის მშენებლობის მიზნით,  შესყიდვის ხელშეკრულებას, რომლის მშენებლობა დასრულდება მიმდინარე წელს“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა