მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

2024 წელს შუა დერეფანმა შესაძლოა, 4 მილიონი ტონა ტვირთი გაატაროს

news image

2024 წლისთვის შუა დერეფნით ტვირთების ტრანზიტის პროგნოზირებული მთლიანი მოცულობა დაახლოებით, 4 მილიონ ტონას შეადგენს. 

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ანკარაში ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშუტის (შუა დერეფანი) მმართველი და საერთო კრების შეხვედრები გაიმართა. 

შეხვედრებზე 2024 წლის გეგმები და ტარიფები დამტკიცეს. ასევე, სამომავლო საქმიანობის გაძლიერებისა და მარშრუტების გაფართოების მიზნით, ინიციატივები განიხილეს.

2023 წელს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით (TITR, ანუ შუა დერეფნის) 2,7 მილიონ ტონაზე მეტი ტვირთი გადაიზიდა, რაც 2022 წელთან შედარებით 86 პროცენტიანი ზრდაა, ხოლო 2024 წლისთვის პროგნოზირებული მთლიანი მოცულობა დაახლოებით, 4 მილიონ ტონას შეადგენს. 

შეგახსენებთ, რომ შუა დერეფანი 2014 წლის თებერვალში შეიქმნა აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს შესაბამისი სტრუქტურების მონაწილეობით. მოგვიანებით პროექტს უკრაინა, რუმინეთი და პოლონეთი შეუერთდნენ.

ამჟამად მარშრუტი იწყება ჩინეთ-ყაზახეთის საზღვრიდან და გადის ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და საქართველოს ტერიტორიაზე ევროპისკენ.

მთელი მარშრუტისთვის შეიქმნა ერთიანი ტარიფი და მოქმედებს „ერთი ფანჯრის“ პრინციპი.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა