მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

2023 წლის პირველ კვარტალში მივიღეთ ქართული წარმოების 100 ვაგონი - დავით ფერაძე

news image

2023 წლის პირველ კვარტალში მივიღეთ ქართული წარმოების 100 ვაგონი, იმავე წელს გამოვაცხადეთ ოთხი ტენდერი, რომელიც 4-ჯერ ჩავარდა სამწუხაროდ,. - ამის შესახებ „სხვა ინტერვიუს“ ფორმატში გიორგი აბაშიშვილთან საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ განაცხადა.

„ბოლო ათწლეულების განმავლობაში სამწუხაროდ, საქართველოს რკინიგზას არ შეუძენია ახალი ვაგონები. ჩვენი მთავარი ამოცანა იყო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ეს არის ლიანდაგები, მომარაგება, ქსელები. მეორე ეტაპი, რომელიც დავიწყეთ 2021-2022 წლებში, ეს იყო სავაგონო პარკის გაჯანსაღება-განახლება, მათ შორის ვაგონების შეძენა. არსებული თბომავლებისა და ელმავლების კაპიტალური რემონტი, მოდერნიზაცია.

2021 წელს კომპანიამ პირველი ტენდერი გამოაცხადა 100 ერთეულ ვაგონზე. 2023 წლის პირველ კვარტალში მივიღეთ ქართული წარმოების 100 ვაგონი. იმავე წელს გამოვაცხადეთ ოთხი ტენდერი, რომელიც 4-ჯერ ჩავარდა სამწუხაროდ.

300 ვაგონის შესყიდვაზე იყო საუბარი და მთავარი მიზეზი, რამაც ტენდერის ჩავარდნა გამოიწვია იყო ის რომ კომპანიებმა შემოიტანეს ტექნიკურად ხარვეზიანი დოკუმენტაცია. ეს კომპანიები იყო სანქცირებული და შესაბამისად ამ პირობებით ვაგონებს ვერ მივიღებდით. წელსაც ვაპირებთ გამოვაცხადოთ დაახლოებით 100 ვაგონზე ტენდერი და იმედია, არ ჩავარდება“, - განაცხადა დავით ფერაძემ. 

მისი თქმით, ამას ემატება ის პრობლემაც, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე უფრო მეტი ქარხანა იყო ჩართული ვაგონების წარმოებაში, მეტი კომპანია და ქარხანა არსებობდა.

„სამწუხაროდ, ომის გამო არაერთი ქარხანა გაჩერდა უკრაინაში, შეზღუდულია წარმოება და ვერ ახერხებენ მასალების მომარაგებას, ამან გამოიწვია დეფიციტი, როგორც რეგიონში, ასევე მსოფლიოში და ის კომპანიები, რომლებიც ადრე იყვნენ ჩართულები ამ პროცესში, მაგალითად ბალტიისპირეთის ქვეყნები, ასევე ყაზახეთი, უზბეკეთი დღეს მარაგდებიან ძირითადად რუსეთიდან და ეს ჯაჭვი გაწყვეტილია. ფაქტია, რომ უკრაინაში შექმნილმა ვითარებამ მოშალა ლოგისტიკური ჯაჭვი... ფასმა იმოქმედა, თითქმის 80%-ით გაიზარდა ერთი ვაგონის ღირებულება. ძალიან დიდი სხვაობაა ბაზარზე“, - განაცხადა დავით ფერაძემ. 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა